|
2016-06-07 13:32:15, 573 ნახვა
პოლიტიკა
საქართველოს პრეზიდენტი ელმარ ბროკს შეხვდა
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ევროპის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარეს ელმარ ბროკს სამუშაო საუზმეზე შეხვდა. როგორც "ექსპრესნიუსს" პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან აცნობეს, მხარეებმა ევროპარლამენტში საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებზე გუშინ გამართული დებატები შეაფასეს და აღინიშნა, რომ საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტი სტრასბურგში დროული და მნიშვნელოვანია. გიორგი მარგველაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველოს ვიზალიბერალიზაციის პროცესში ყველა ვალდებულება და მოთხოვნა შესრულებული აქვს და მნიშვნელოვანია, რომ შემდგომი პროცესი შეუფერხებლად წარიმართოს. გიორგი მარგველაშვილმა ელმარ ბროკთან დემოკრატიულ რეფორმებზე და მის განვითარებაზე, ასევე, შემოდგომაზე დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებზე და წინასაარჩევნო გარემოზე ისაუბრა. ამასთან, აღინიშნა, რომ ეს არჩვნები საქართველოში სამართლიან გარემოში უნდა ჩატარდეს და დემოკრატიის ყველაზე მაღალ სტანდარტებს უნდა შეესაბამებოდეს.
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
სიბიჰა კიევ-პეჩერის ლავრის დაბომბვაზე - პუტინი საუკუნოდ დაწყევლილი უნდა იყოს და ის წააგებს ამ ომს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)