|
2016-06-07 13:10:00, 624 ნახვა
პოლიტიკა
ივანიშვილი: კვირიკაშვილს და მთავრობის წევრებს ვისაც არ მოეწყინება, ნებისმიერ ბრუნვაში ლანძღავენ
საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, მთავრობა უნდა აკრიტიკონ და დაპირებაც შეახსენონ, თუმცა უნდა გაითვალისწინონ, რომ რეგიონში არსებული რთული ვითარება, საქართველოს ეკონომიკაზეც გავლენას ახდენს. ივანიშვილის თქმით, საზოგადოებამ სწორი ანალიზი უნდა გააკეთოს და ყველაფერი გიორგი კვირიკაშვილსა და მთავრობის წევრებს არ უნდა დააბრალოს: "სწორი ანალიზი უნდა გავაკეთოთ. მე არ ვითხოვ, რომ მთავრობას ვაპატიოთ, არაფერი არ უნდა ვაპატიოთ, თუ შეცდომებია, ოღონდ, სწორი ანალიზი უნდა გავაკეთოთ. როცა გაჭირვებული კაცი მიდის საღამოს სახლში, მაცივარი ნახევრად ცარიელია, სამუშაო აქვს ისეთი, რომ ძალიან მწირი შემოსავალი აქვს და ამ დროს მას დემოკრატიულ ღირებულებებზე ესაუბრები, ძალიან ძნელია, რომ ეს მიიღოს. ეს კარგად მესმის, რთულია უფლებებზე ელაპარაკო, მაგრამ ახლა ეს რომ კვირიკაშვილს მივაბრალოთ, ან დღევანდელ მთავრობას და დავუწყოთ მას ჭიდაობა, სხვათაშორის, ვისაც არ მოეწყინება დღეს ნებისმიერ ბრუნვაში აკრიტიკებენ და ლანძღავენ კიდეც, ბევრი მთავრობის წევრი ხათრითაა იქ შერჩენილი და იმ ენთუზიაზმით, რომ საკუთარ ქვეყანას დაეხმაროს, ასე შეგვიძლია მივანგრიოთ ეს ყველაფერი და წავიდეთ, ახალ მოჯადოებულ წრეს დავუბრუნდეთ",-განაცხადა ივანიშვილმა ჟურნალისტებთან შეხვედრაზე. მისივე თქმით, "ნაციონალურ მოძრაობას" რომ 2012 წელს არჩევნები მოეგო, საქართველოში ეკონომიკური კოლაფსი იქნებოდა: "პენსიები ვეღარ დარიგდებოდა, ხელფასებს ვერ გადაუხდინენ საჯარო მოხელეებს. რეგიონში დღეს ყველაზე კარგი ეკონომიკური ზრდის ტემპი გვქონდა, მიუხედავად იმისა, რომ რეგინული კრიზისი დაემთხვა ჩვენს მოსვლას", - აღნიშნა ივანიშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
სიბიჰა კიევ-პეჩერის ლავრის დაბომბვაზე - პუტინი საუკუნოდ დაწყევლილი უნდა იყოს და ის წააგებს ამ ომს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)