|
2014-12-22 00:32:46, 3132 ნახვა
სამართალი
ადვოკატებს სტრასბურგის სასამართლოსადმი მიმართვისთვის, 6-ის ნაცვლად, 4 თვე ექნებათ
საქართველოს მთავრობამ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-15 ოქმის პარლამენტში სარატიფიკაციოდ გაგზავნის საკითხი დაამტკიცა. ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა მთვრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც წულუკიანმა აღნიშნა, ოქმის ძალაში შესვლის შემდეგ, ადვოკატებს სტრასბურგის სასამართლოსადმი მიმართვისთვის 4 თვის ნაცვლად, 6 თვე ექნებათ. “თქვენ გახსოვთ, რომ ივნისში ხელი მოვაწერე სტრასბურგში ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-15 ოქმს, დღეს მთავრობამ საგარეო საქმეთა და ჩვენი სამინისტროების ინიციატივით, დაამტკიცა ამ ოქმის პარლამენტში სარატიფიკაციოდ გაგზავნის საკითხი, და როდესაც მოხდება ამ ოქმის რატიფიკაცია, მე მსურს დღეიდანვე იცოდნენ ჩვენმა ადვოკატებმა, რომ როგორც კი ოქმი შევა ძალაში, მათ სტრასბურგის სასამართლოსადმი მიმართვისთვის, აღარ ექნებათ 6 თვე როგორც ეს დღეს არის და ექნებათ მხოლოდ 4 თვე. ამას ითვალისწინებს მე-15 ოქმი და ამისათვის იურისტთა საზოგადოებას მოუწევს, რომ მზადება დაიწყონ. ბევრმა წევრმა სახელმწიფომ ხელი მოაწერა, უკვე რატიფიცირებულიც აქვს და ჩვენ ვართ მომდევნო ქვეყანა, ვინც ხელმოწერილია, მაგრამ რატიფიკაციას იმედია მალევე მოახდენს”,-განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)