09:12 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-02 18:59:05, 614 ნახვა

საზოგადოება
ვაშაძე: ალკოჰოლი ხშირ შემთხვევაში კიდევ უფრო საზიანოა ჯანმრთელობისთვის, ვიდრე მარიხუანა

მე  ვფიქრობ, რომ მარიხუანის მოხმარების დეკრიმინალიზაცია უნდა მოხდეს“, - ამის შესახებ „ახალი საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ გიორგი ვაშაძემ მთავრობის ადმინისტრაციასთან მიმდინარე აქციაზე  ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, მარიხუანის დეკრიმინალიზაციის პროცესი ყველა ნორმალურ, ცივილიზებულ ქვეყანაში მიმდინარეობს.

„ეს პროცესი მიდის ყველა ნორმალურ ცივილიზებულ ქვეყანაში და ვფიქრობ, საქართველოში იგივე უნდა მოხდეს. უნდა გვესმოდეს, რომ ალკოჰოლი ხშირ შემთხვევაში კიდევ უფრო საზიანოა ჯანმრთელობისთვის, ვიდრე მარიხუანა“, - განაცხადა ვაშაძემ.

ამასთან, ვაშაძემ აღნიშნა, რომ ამ პროცესს ბევრი ადამიანი ითხოვს და ეს მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს.

„ვხედავთ, რომ ბევრი ადამიანია აქციაზე მოსული და მათ აქვთ ეს მოთხოვნა. ეს უნდა განხორცილედეს. 9 ოქტომბრიდან ამას უფრო კარგად გავაკეთებთ“, - განაცხადა ვაშაძემ.

ცნობისთვის, მთავრობის ადმნისტრაციასთან მარიხუანას დეკრიმინალიაზაციის მოთხოვნით აქცია კონცერტის ფონზე  მიმდინარეობს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპი აცხადებს, რომ თუ ირანთან შეთანხმებას 60 დღეში ვერ მიაღწევენ, აშშ დაბომბვას დაუბრუნდება
საქართველოს რკინიგზის საქმეზე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ
ნანუკა ჟორჟოლიანი არ გამორიცხავს, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობისთვის იბრძოლოს
გოგა ხაინდრავამ ფორმულას უჩივლა, პროკურატურამ გამოძიება ცრუ დასმენის მუხლით დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics