|
2016-06-01 14:07:34, 601 ნახვა
პოლიტიკა
Unicef პარტიებს მოუწოდებს, წინასაარჩევნო კამპანიებში ბავშვთა საკითხები აქტიურად ჩართონ
გაეროს ბავშვთა ფონდი პოლიტიკურ პარტიებს, მოუწოდებს, რომ წინასაარჩევნო კამპანიებში ბავშვთა საკითხები აქტიურად ჩართონ. ამის შესახებ ინფორმაციას „unicef საქართველო“ ავრცელებს. როგორც ორგანიზაციის განცხადებაშია აღნიშნული საქართველოს მომავალი დამოკიდებულია ჯანმრთელ, განათლებულ და სოციალურად დაცულ ბავშვებზე. მათივე ცნობით, იმის მიუხედავად რომ შემცირდა ბავშვთა უკიდურესი სიღარიბის დონე საქართველოში კვლავ არ არის ეფექტიანი და ბავშვზე ორიენტირებული სოციალური დაცვის სისტემა. ორგანიზაცია რეკომენდაციათა 8 პუნქტიან ნუსხასაც ავრცელებს. განცხადებას „ექსპრესნიუსი“ უცვლელად გთავაზობთ: „ბავშვთა დაცვის დღეს საქართველოში და ასევე, წინასაარჩევნო კამპანიის ოფიციალური დასაწყისის მოლოდინში, გაეროს ბავშვთა ფონდი (იუნისეფი) მოუწოდებს პოლიტიკურ პარტიებს, წინასაარჩევნო დისკუსიებსა და კამპანიებში გაითვალისწინონ ბავშვთა საკითხები. „მიუხედავად იმისა, რომ შემცირდა ბავშვთა უკიდურესი სიღარიბის დონე, ყოველი მეოთხე ბავშვი ჯერ კიდევ ცხოვრობს ოფიციალურ საარსებო მინიმუმზე ნაკლებ თანხაზე, ე.ი. დღეში მოიხმარს ხუთ ლარზე ნაკლებს. საქართველოში კვლავ არ არის ეფექტიანი და ბავშვზე ორიენტირებული სოციალური დაცვის სისტემა, რომელიც ოჯახებს დაეხმარება გაუმკლავდნენ არსებულ პრობლემებს და სათანადოდ იზრუნონ თავიანთ შვილებზე“, აღნიშნავს საშა გრაუმანი, იუნისეფის წარმომადგენელი საქართველოში. „ბავშვების ხმა უფრო მკაფიოდ უნდა ისმოდეს და გვჯერა, რომ მთავრობა მალე შეასრულებს ნაკისრ ვალდებულებას და რატიფიცირებას გაუკეთებს ბავშვის უფლებათა კონვენციის მესამე ფაკულტატურ ოქმს შეტყობინების პროცედურის შესახებ.“ ჯანსაღი, განათლებული ბავშვები ქვეყნის მომავალში ინვესტიციაა. ამდენად, ნებისმიერი პოლიტიკური პროგრამა და საარჩევნო კამპანია იქნება არასრულყოფილი, თუ ის არ მოიცავს ბავშვებთან დაკავშირებულ ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიცაა: 1. როგორ უნდა გაუმჯობესდეს სოციალური დაცვის სისტემა, რომ საქართველოში შემცირდეს ბავშვთა სიღარიბე და გაძლიერდნენ ოჯახები? 2. როგორ გეგმავთ დედათა და ბავშვთა სიკვდილიანობის შემცირებას? 3. როგორ გეგმავთ კვების დეფიციტის (ვიტამინებისა და მიკროელემენტების ნაკლებობის) აღმოფხვრას, რაც საქართველოში ნახევარ მილიონ ქალსა და ბავშვს აღენიშნება? 4. როგორ უზრუნველყოფთ ხარისხიანი სკოლამდელი განათლების ხელმისაწვდომობას? 5. როგორ დაგეგმავთ ზოგადი განათლების სისტემის რეფორმას ისე, რომ საქართველოს მიღწევები განათლების სფეროში არ ჩამორჩებოდეს ევროპის სხვა ქვეყნების შედეგებს? 6. როგორ უზრუნველყოფთ ყველა ბავშვის, განსაკუთრებით კი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისა და დიდი ზომის ბავშვთა სახლებსა და არარეგულირებულ ინსტიტუციებში მცხოვრები ბავშვების, უფლებას იზრდებოდნენ ოჯახში? 7. როგორ გეგმავთ საქართველოში ბავშვთა მართლმსაჯულების სისტემის, მათ შორის სისხლის, სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის სისტემების, რეფორმას ბავშვის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტების გათვალისწინებით? 8. როგორ უზრუნველყოფთ ყველაზე დაუცველი ბავშვების, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე, ძალადობის მსხვერპლი და ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვების, დაცვას დისკრიმინაციისა და სტიგმისგან? “იმედი გვაქვს, დებატები ბავშვთა უფლებებთან დაკავშირებულ მნიშვნელოვან საკითხებზე ხელს შეუწყობს დიალოგს და კონკრეტულ ქმედებებს ბავშვთა კეთილდღეობისათვის საქართველოში“, - ამბობს საშა გრაუმანი.
ილია თოფურია ჯასტინ გეიჯს - ეს ისტორია ჩვენს შორის შორსაა დასრულებისგან, ჩვენ გვექნება ჩვენი რემატჩი
ტრამპმა განაცხადა, რომ ირანის შემდეგ ის უკრაინაში ომზე „კონცენტრირდება“.
სქროლვა-სქრინვის (ცენზურის) დეპარტამენტმა სასამართლოებს უკვე 60 საქმე გადასცა
Amnesty — საქართველოს ხელისუფლებას: შეწყვიტეთ ცილისწამება, გააუქმეთ კანონები და გამოიძიეთ ძალადობა
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
სიბიჰა კიევ-პეჩერის ლავრის დაბომბვაზე - პუტინი საუკუნოდ დაწყევლილი უნდა იყოს და ის წააგებს ამ ომს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)