07:35 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-31 19:39:00, 647 ნახვა

საზოგადოება
სოფიაში ბულგარულ ენაზე "ვეფხისტყაოსნის" გამოცემის პრეზენტაცია გაიმართა

სოფიაში, ბულგარეთში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით გაიმართა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 25 წლისთავისადმი მიძღვნილი ოფიციალური მიღება.
 
დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართა ბულგარეთში საქართველოს ელჩმა ზურაბ ბერიძემ, რომელმაც ისაუბრა საქართველო-ბულგარეთის ისტორიული მეგობრობის შესახებ და მადლობა გადაუხადა ბულგარეთის მთავრობას საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ევროატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერისათვის.  დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა ბულგარეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს გენერალური დირექტორმა  ბორისლავ კოსტოვმა, რომელმაც აღნიშნა, რომ ბულგარეთის რესპუბლიკა მიესალმება საქართველოს მთავრობის მიერ გატარებულ წარმატებულ რეფორმებს და მხარს უჭერს საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებს.
 
მიღებაზე გაიმართა შოთა რუსთაველის "ვეფხისტყაოსანის" ბულგარულენოვანი თარგმანის პრეზენტაცია. გამოცემა მიეძღვნა შოთა რუსთაველის 850 წლის იუბილეს და დაიბეჭდა ბულგარეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოსა და ქართული სათვისტომოს ხელშეწყობით. "ვეფხისტყაოსანი" ბულგარულ ენაზე თარგმნა სტოიან ბაკარჯიევმა.
 
ღონისძიებაზე მოწვეული იყო ქართულ-ბულგარული დუეტი "ნაზარი და ნინო", რომელთაც შეასრულეს საქართველოსა და ბულგარეთის სახელმწიფო ჰიმნები და რამდენიმე ქართული სიმღერა.
 
მიღებას დაესწრნენ სრულიად ბულგარეთის პატრიარქი და სოფიის მიტროპოლიტი, მისი უწმინდესობა ნეოფიტე, ბულგარეთ-საქართველოს მეგობართა საპარლამენტო ჯგუფის წევრები, ბულგარეთის სხვადასხვა სამინისტროების, პარლამენტის, პრეზიდენტის ადმინისტრაციის, გაერთიანებული შტაბის, სავაჭრო-სამრეწველო პალატის, ბიზნესის, მასმედიისა და ბულგარეთში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, ასევე ბულგარეთში ქართული დიასპორის წარმომადგენლები.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპი აცხადებს, რომ თუ ირანთან შეთანხმებას 60 დღეში ვერ მიაღწევენ, აშშ დაბომბვას დაუბრუნდება
საქართველოს რკინიგზის საქმეზე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ
ნანუკა ჟორჟოლიანი არ გამორიცხავს, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობისთვის იბრძოლოს
გოგა ხაინდრავამ ფორმულას უჩივლა, პროკურატურამ გამოძიება ცრუ დასმენის მუხლით დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics