|
2015-02-26 10:36:56, 506 ნახვა
პოლიტიკა
ნატო-ს შტაბ-ბინაში, ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა გაიმართა
ბრიუსელში, ნატო-ს შტაბ-ბინაში, გუშინ ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა ელჩების დონეზე გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, თამარ ბერუჩაშვილმა და ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა მიიღეს. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს, კერძოდ, რუსეთის ფედერაციის მხრიდან სეპარატისტულ რეჟიმებთან გაფორმებულ ე.წ. შეთანხმებებს დაეთმო. ქართულმა მხარემ ალიანსის წევრ სახელმწიფოებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა ე.წ. "შეთანხმებების" შინაარსისა და იმ საფრთხეების შესახებ, რასაც აღნიშნული "შეთანხმებების" სისრულეში მოყვანა შეიცავს. თბილისის მხრიდან მკაფიოდ აღინიშნა, რომ რუსეთის ანექსიური პოლიტიკა საფრთხეს უქმნის როგორც საქართველოს, ისე რეგიონალურ და ევრო-ატლანტიკურ უსაფრთხოებას. "მოვისმინეთ პრაქტიკულად ყველა წევრი ქვეყნის შფასება აღნიშნულ პროცესებთან დაკავშირებით. მოკავშირეების მხრიდან კიდევ ერთხელ აღინიშნა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ ურყევი მხარდაჭერა. მათ დაგმეს აღნიშნული ე.წ. "ხელშეკრულებები" და მათი მხრიდან მკაფიოდ დაფიქსირდა, რომ რუსეთის ეს ნაბიჯები არის გაგრძელება კრემლის დიდი სტრატეგიისა, რომ აღიდგინოს ე.წ. გავლენის სფეროები სამეზობლოში", განაცხადა შეხვედრის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა. მისი განცხადებით, სხდომაზე მოკავშირეების მხრიდან დაფიქსირდა სრული მხარდაჭერა საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური მისწრაფების მიმართ. „გამოითქვა მზაობა დახმარება გაუწიონ საქართველოს, როგორც ნატო-ს არსებითი პაკეტის იმპლიმენტაციის, ასევე ქვეყანაში სხვადასხვა სფეროებში რეფორმების განხორციელების მიმართულებით"-აღნიშნა მინისტრმა. ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში, ნატო-საქართველოს კომისის ხდომის დაწყებამდე, თამარ ბერუჩაშვილმა შეხვედრა გამართა ნატო-ს გენერალურ მდივანთან იანს სტოლტენბერგთან. შეხვედრაზე განხილული იქნა ნატო-საქართველოს დღის წესრიგის აქტუალური საკითხები, არსებითი პაკეტის იმპლიმენტაციის მიმდინარეობა, ასევე ისაუბრეს საქართველოს ალიანსში ინტეგრაციის პროცესის გაღრმავების მიმართულებით სამომავლო ამოცანებზე.
ISFED: „ქართულმა ოცნებამ“ 2025 წელს ყველა სხვა პარტიაზე მეტი — 26.5 მილიონი ლარი მიიღო
ოლიმპიურმა ჩემპიონმა და ყოფილმა დეპუტატმა ზურაბ ზვიადაურმა საპატიმრო დატოვა
ბრიტანეთმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციები დააწესა უკრაინაში ომისა და სომხეთის არჩევნებში ჩარევის მცდელობის გამო
მეუფე შიო - მრავალჯერ გვიფიქრია, როგორ გაუმკლავდეს ეკლესია თანამედროვე გამოწვევებს
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)