|
2016-05-25 16:14:33, 526 ნახვა
პოლიტიკა
მიშველაძე კორცხელის ინციდენტზე: სახელმწიფო ვალდებულია ძალადობა აღკვეთოს
„ხაზგასმით ვაცხადებთ, რომ სახელმწიფო ვალდებულია ძალადობა აღკვეთოს, ეს არის ვალდებულება და არა კეთილი ნება“, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერმა ეკატერინე მიშველაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც მიშველაძემ აღნიშნა, სახელმწიფო ინსტიტუციების გამართულად მუშაობა არის ქვეყნის დემოკრატიულობისა და თითოეული მოქალაქის უსაფრთხოების გარანტი. „სწორედ ინსტიტუციებმა უნდა უზრუნველყოს ჩვენი ქვეყნის მოქალქეების უსაფრთხოება. სამართლიანი და მაღალი სტანდარტის საარჩევნო პროცესი, აღკვეთოს ძალადობის ყოველგვარი გამოვლინება. კიდევ ერთხელ ვუსვამთ ხაზს - ის რაც მოხდა კორცხელში არის უფრო მეტი, ვიდრე სამართალდარღვევა, ეს არის სახელმწიფიოებრიობის წინააღმდეგ მიმართული ქმედება. იმ ადამიანების გარდა, რომლებმაც უშუალოდ ფიზიკური დაზიანება მიიღეს“, - განაცხადა მიშველაძემ. მისივე თქმით, დაზარებულია ამომრჩეველი და საქართველოს სახელმწიფო ინტერესები. „კორცხელში მომხდარზე ეფექტური რეაგირება არის უმნიშვნელოვანესი ტესტი, რომ სახელმწიფოს აქვს ნება და შესწევს უნარი თავისუფალი და მაღალი სტანდარტის არჩევნების ჩატარება“, - განცხადა მიშველაძემ. ამასთან, როგორც პრეზიდენტის პრესსპიკერმა აღნიშნა, უმნიშვნელოვანესია როგორც პრევენციული ღონისძიებების გატარება, ასევე მომხდარზე დროული და ეფექტური რეაგირება. „სახელმწიფომ უნდა აჩვენოს , რომ ქვეყანაში პროცესებს მართავს. მმართველმა გუნდა უნდა გაითავისოს, რომ სწორედ ის არის ამ ქვეყნის ხელისუფლება და ყველა კანონდარღვევაზე უნდა ჰქონდეს ადეკვატური რეაქცია“, - განაცხადა მიშველაძემ. მიშველაძის თქმით, პრეზიდენტი პრემიერ-მინისტრის სახელმწიფოებრივ პოზიციას კორცხელის ინციდენტთან დაკავშირებით მხარ უჭერს.
სქროლვა-სქრინვის (ცენზურის) დეპარტამენტმა სასამართლოებს უკვე 60 საქმე გადასცა
Amnesty — საქართველოს ხელისუფლებას: შეწყვიტეთ ცილისწამება, გააუქმეთ კანონები და გამოიძიეთ ძალადობა
სერბეთის პრეზიდენტი კათოლიკოს შიო III-ს შეხვდა
ყაველაშვილი: საქართველო დაინტერესებულია დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებთან ურთიერთობების გაფართოებით
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
სიბიჰა კიევ-პეჩერის ლავრის დაბომბვაზე - პუტინი საუკუნოდ დაწყევლილი უნდა იყოს და ის წააგებს ამ ომს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)