2016-05-24 22:59:52, 526 ნახვა
პოლიტიკა
დავით ბაქრაძე რუმინეთის პრეზიდენტის მრჩეველს ბოგდან აურესკუს შეხვდა
მთავრობის ადმინისტრაციაში ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა დავით ბაქრაძემ რუმინეთის პრეზიდენტის მრჩეველთან ბოგდან აურესკუსთან შეხვედრა გამართა.
შეხვედრაზე დავით ბაქრაძემ ბოგდან აურესკუს საქართველოში მიმდინარე რეფორმები, ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით ქვეყანაში არსებული მოლოდინები და ნატოს ვარშავის სამიტთან დაკავშირებით მზადების პროცესი გააცნო. ასევე, საუბარი შეეხო ქვეყანაში მიმდინარე პროცესებსა და წინასაარჩევნოს გარემოს.
შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა რეგიონში მიმდინარე მოვლენების ფონზე მზარდი რუსული პროპაგანდის კონტექსტში სტრატეგიული კომუნიკაციის საკითხებზე თანამშრომლობის მნიშვნელობაზე.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან