18:46 - 15 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-24 13:04:55, 600 ნახვა

პოლიტიკა
ხიდაშელი: მომხდარი მკვლელობა არ არის შემთხვევა, როდესაც მხოლოდ საქართველოს ხელისუფლება შეუძლია მყისიერი რეაქციის მოხდენა

„ხურჩაში მომხდარი მკვლელობა არ არის ის შემთხვევა, როდესაც ექსკლუზიურად, მარტო საქართველოს ხელისუფლებას შეუძლია მყისიერი რეაქციის მოხდენა“, - ასე უპასუხა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა შეკითხვას - „ხურჩაში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, რამედნად ადეკვატური იყო საქართველოს ხელისუფლების პასუხი“.

ხიდაშელის თქმით, მეორე მხარესთან აქტიური მოლაპარაკებები მიმდინაროებს, რათა დამნაშავის გამოვლენა და პასუხისგებაში მიცემა მოხდეს.

„არ შემიძლია ამაზე კომენტარის გაკეთება. მე არ ვიცი რას ნიშნავს ასეთ დროს ადეკვატური და არაადეკვატური. მე ვიცი, რომ მოხდა საზიზღარი, საზარელი მკვლელობა, რაზეც დამნაშავემ აუცილებლად პასუხი უნდა აგოს. ვიცი რომ აქტიური მოლაპარაკებები მიმდინარეობს მეორე მხარესთან, რათა მოხდეს ქმედითად დამნაშავის გამოვლენა და მისი პასუხისგებაში მიცემა. ეს არ არის ის შემთხვევა, როდესაც ექსკლუზიურად, მარტო საქართველოს ხელისუფლებას შეუძლია მყისიერი რეაქციის მოხდენა“, - განაცხადა თინა ხიდაშელმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მაისიდან მოყოლებული, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ყირიმისკენ მიმავალ „სახმელეთო ხიდზე“ საწვავის ცისტერნებსა და სატვირთო მანქანებზე დაახლოებით 200 დარტყმა განახორციელეს.
Amnesty International - საქართველოში სამოქალაქო თავისუფლებები შემცირდა
საქართველოში ნებართვის გარეშე VI საუკუნის ეკლესია დაანგრიეს - ოცნების რეჟიმი არ რეაგირებს
UFC-ის ხელმძღვანელი: თოფურიამ თვალის სერიოზული ტრავმა მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics