18:48 - 15 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-23 21:42:02, 606 ნახვა

პოლიტიკა
ევროკავშირმა საქართველოსთან ასოცირების შეთანხმების რატიფიცირების პროცედურა დაასრულა

ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭომ საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების რატიფიკაციის პროცედურების დასრულების თაობაზე გადაწყვეტილება მიიღო, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, ასოცირების შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ, ეს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი თარიღია საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების ისტორიაში, ვინაიდან ასოცირების შეთანხმება უკვე ოფიციალურად გახდება ევროკავშირთან სრულიად ახალი, მაღალი დონის თანამშრომლობის განმსაზღვრელი ძირითადი სამართლებრივი ჩარჩო. 

"2016 წლის 23 მაისს ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების რატიფიკაციის პროცედურების დასრულების თაობაზე. დებულების თანახმად, შეთანხმება ძალაში შევა მეორე თვის, ანუ ივლისის პირველ რიცხვში.
 
ასოცირების შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ, ეს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი თარიღია საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების ისტორიაში, ვინაიდან ასოცირების შეთანხმება უკვე ოფიციალურად გახდება ევროკავშირთან სრულიად ახალი, მაღალი დონის თანამშრომლობის განმსაზღვრელი ძირითადი სამართლებრივი ჩარჩო. საქართველოს პოლიტიკური ასოცირებისა და ეკონომიკური ინტეგრაციის პროცესი, რომელიც გულისხმობს ევროპული პოლიტიკური, სავაჭრო-ეკონომიკური, სოციალური და სამართლებრივი სტანდარტების დანერგვას, შეუქცევადად და სრული სვლით წარიმართება.
 
ხელშეკრულებას, რომლის სრული სახელია „ასოცირების შესახებ შეთანხმება ერთის მხრივ, ევროკავშირს და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებსა და  მეორეს მხრივ, საქართველოს შორის", ხელი მოეწერა 2014 წლის 27 ივნისს და დროებით ამოქმედდა 2014 წლის 1 სექტემბრიდან. რატიფიკაციის პროცესის დასრულებამდე  მხარეების მიერ მიმდინარეობდა შეთანხმების იმ დებულებების განხორციელება, რომლებიც ევროკავშირის ექსკლუზიური კომპეტენციის სფეროს განეკუთვნება. მათ შორისაა: ზოგადი პრინციპების კარი; პოლიტიკური დიალოგისა და რეფორმის, საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის ფარგლებში თანამშრომლობის კარის, ასევე თავისუფლების, მართლმსაჯულებისა და უსაფრთხოების კარის გარკვეული დებულებები; ვაჭრობისა და ვაჭრობასთან დაკავშირებული კარის დებულებათა უმრავლესობა; ეკონომიკური კარის, ასევე სხვა სექტორული თანამშრომლობის კარის გარკვეული დებულებები; ფინანსური დახმარებისა და თაღლითობის წინააღმდეგ ბრძოლის და კონტროლის კარი; ინსტიტუციური, ზოგადი და დასკვნითი დებულებების უმრავლესობა, ასევე შეთანხმებაზე დართული დირექტივების ნაწილი.
 
ასოცირების შეთანხმება ასევე მოიცავს სფეროებს, რომლებშიც ევროკავშირი კომპეტენციას ინაწილებს წევრ ქვეყნებთან, და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანების კომპეტენციაში შემავალ საკითხებს. შესაბამისად, შეთანხმების მხარეებად ევროკავშირთან ერთად გამოდიან მისი წევრი ქვეყნები და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანება. ასოცირების შეთანხმების აღნიშნული დებულებები ამოქმედდება ხელშეკრულების ძალაში შესვლის დღიდან, ანუ 1 ივლისიდან. ამ დღიდან, საქართველოსა და ევროკავშირს შორის არსებული პარტნიორობისა და თანამშრომლობის შეთანხმება საბოლოოდ დაკარგავს ძალას და ჩანაცვლდება ასოცირების შეთანხმებით. 1 ივლისიდან საქართველო ევროკავშირთან ურთიერთობების სრულიად ახალ ეტაპს უკვე ოფიციალურად და სრულმასშტაბიანად დაიწყებს.
 
ჩვენ ღრმად გვწამს, რომ ასოცირების შეთანხმება არის საქართველოს განვითარების, უსაფრთხოებისა და გამთლიანების გზაზე გადადგმული უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი და რეალური სამართლებრივი საფუძველი ევროპული გარდაქმნებისთვის. შესაბამისად, ეს არის ჩვენი ინვესტიცია საქართველოს მომავალში და მძლავრი სტიმული რეფორმებისთვის," - ნათქვამია განცხადებაში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მაისიდან მოყოლებული, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ყირიმისკენ მიმავალ „სახმელეთო ხიდზე“ საწვავის ცისტერნებსა და სატვირთო მანქანებზე დაახლოებით 200 დარტყმა განახორციელეს.
Amnesty International - საქართველოში სამოქალაქო თავისუფლებები შემცირდა
საქართველოში ნებართვის გარეშე VI საუკუნის ეკლესია დაანგრიეს - ოცნების რეჟიმი არ რეაგირებს
UFC-ის ხელმძღვანელი: თოფურიამ თვალის სერიოზული ტრავმა მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics