18:47 - 15 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-23 16:58:55, 459 ნახვა

პოლიტიკა
ბურჯანაძე კორცხელის დაპირისპირებაზე: ეს იყო „ქართული ოცნების“ „განაცების“ გზის მაჩვენებელი

 „ქართულმა ოცნებამ წინასაარჩევნო პერიოდში აირჩია მისი წინამორბედის - „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დანერგილი და აპრობირებული ძალადობრივი გზა, - ასე გამოეხმაურა ზუგდიდის მუნიციპალიტეტ, სოფელ კორცხელში მომხდარ დაპირისპირებას ‘დემოკრატიულ მოძრაობის“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე.

პარტიის თავმჯდომარის თქმით, „ქართული ოცნება“ წინა ხელისუფლების ძალადობრივ პოლიტიკას აგრძელებს.

„ქართულმა ოცნებამ“ წინასაარჩევნო პერიოდში აირჩია მისი წინამორბედის - „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დანერგილი და აპრობირებული ძალადობრივი გზა. ის რაც გუშინ მოხდა იყო აბსოლუტურად მიუღებელი, ვის მიმართაც არ უნდა იყოს ის და ეს იყო ქართული ოცნების უსუსურობის, არაპროფესიონალიზმის და „ქართული ოცნების“ განაცების გზის მაჩვენებელი,“ - აცხადებს ნინო ბურჯანაძე.

შეგახსენებთ, გუშინ ზუგდიდში, კორცხელის საარჩევნო უბანთან ფიზიკური დაპირპისრება მოხდა. განვითარებული მოვლენების დროს, ფიზიკური დაზიანება მიიღეს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებმა და „ქართული ოცნების“ აქტივისტებმა. მედიით გავრცელებული კადრებიდან ჩანს, რომ თავდამსხმელები იყენებდნენ ხელკეტებსაც. ინციდენტის დროს აღნიშნულმა პირებმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს მედია საშუალებების წარმომადგენლებსაც, ან ხელი შეუშალეს მათ ჟურნალისტური საქმიანობის განხორციელებაში.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლით დაიწყო, რაც ცემას გულისხმობს. როგორც ცნობილია, ამ დრომდე არავინ დაუკავებიათ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მაისიდან მოყოლებული, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ყირიმისკენ მიმავალ „სახმელეთო ხიდზე“ საწვავის ცისტერნებსა და სატვირთო მანქანებზე დაახლოებით 200 დარტყმა განახორციელეს.
Amnesty International - საქართველოში სამოქალაქო თავისუფლებები შემცირდა
საქართველოში ნებართვის გარეშე VI საუკუნის ეკლესია დაანგრიეს - ოცნების რეჟიმი არ რეაგირებს
UFC-ის ხელმძღვანელი: თოფურიამ თვალის სერიოზული ტრავმა მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics