|
2016-05-23 12:50:38, 512 ნახვა
პოლიტიკა
ევროინტეგრაციის კომიტეტზე, სადაც დავით ბაქრაძეს მოუსმინეს, მხოლოდ 4 დეპუტატი იმყოფებოდა
ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე, რომელზეც ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელწმიფო მინისტრ დავით ბაქრაძეს მოუსმინეს, მხოლოდ 4 დეპუტატი იმყოფებოდა. მიუხედავად იმისა, რომ კვორუმი არ შედგა, მინისტრმა დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებზე მაინც ისაუბრა. დავით ბაქრაძემ დეპუტატებს ერთის მხრივ, საქართველოსა და მეორეს მხრივ, ევროკავშირს და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებისა და საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების დღის წესრიგის განხორციელების 2016 წლის ეროვნული სამოქმედო გეგმის შესრულების სამი თვის ანგარიში გააცნო. ანგარიშის მოსმენამდე, სხდომის დაწყებისას, ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან ბერძენიშვილმა განაცხადა, რომ სასურველი იყო, კომიტეტს მეტი დეპუტატი დასწრებოდა. მანვე მინისტრს მადლობა გადაუხადა, რათა დეპუტატების მცირე რაოდენობის გამო, ანგარიშის წარდგენაზე უარი არ თქვა. "ანგარიშის მოსმენაა და სასურველი იყო და სასურველია, რომ შემოგვიერთდეს ხალხი, იდეალურ შემთხვევაში კვორუმიც კი იყო კარგი, მაგრამ კვორუმის გარეშეც შეგვიძლია ჩვენს მინისტრთან საუბარი და მადლობა მინდა ვუთხრა მას, რომ არ გაგვიბრაზდა და არ დაკრა ფეხი და არ თქვა, რომ ასეთ პარლამენტში ჩემი ფეხი არ იქნება",-აღნიშნა ლევან ბერძენიშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
სიბიჰა კიევ-პეჩერის ლავრის დაბომბვაზე - პუტინი საუკუნოდ დაწყევლილი უნდა იყოს და ის წააგებს ამ ომს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)