16:49 - 15 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-23 12:28:08, 638 ნახვა

პოლიტიკა
იან კელი: ამგვარი ძალადობა ნამდვილად უნდა შეწყდეს

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში იან კელი ზუგდიდის მუნციპალიტეტ სოფელ კორხელში მომხდარ დაპირისპირებას შემაშფოთებელს უწოდებს.

როგორც იან კელიმ ჟურნალისტებს განუცხადა, მისასალმებელია, რომ საქართველოს მთავრობა ინციდენტის შესწავლას აპირებს.

“მე ვნახე ვიდეო. პოლიტიკურ ძალადობას დემოკრატიულ საზოგადოებაში ადგილი არ აქვს. მივესალმები, რომ მთავრობა აპირებს მომხდარის გამოძიებას. ამგვარი ძალადობა ნამდვილად უნდა შეწყდეს. როგორც ვთქვი, ამას დემოკრატიულ საზოგადოებაში ადგილი არ აქვს”, - განაცხადა იან კელიმ.

შეგახსენებთ, გუშინ ზუგდიდში, კორცხელის საარჩევნო უბანთან ფიზიკური დაპირპისრება მოხდა. განვითარებული მოვლენების დროს, ფიზიკური დაზიანება მიიღეს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებმა და „ქართული ოცნების“ აქტივისტებმა. მედიით გავრცელებული კადრებიდან ჩანს, რომ თავდამსხმელები იყენებდნენ ხელკეტებსაც. ინციდენტის დროს აღნიშნულმა პირებმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს მედია საშუალებების წარმომადგენლებსაც, ან ხელი შეუშალეს მათ ჟურნალისტური საქმიანობის განხორციელებაში.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლით დაიწყო, რაც ცემას გულისხმობს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
საქართველოში ნებართვის გარეშე VI საუკუნის ეკლესია დაანგრიეს - ოცნების რეჟიმი არ რეაგირებს
UFC-ის ხელმძღვანელი: თოფურიამ თვალის სერიოზული ტრავმა მიიღო
კობახიძე მიესალმება აშშ-ირანის სამშვიდობო შეთანხმებას
Facebook-ის კომენტარში ნინო წილოსანის შეურაცხყოფისთვის შოთა თუთბერიძე 4 000 ლარით დააჯარიმეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics