|
2016-05-23 11:46:00, 573 ნახვა
საზოგადოება
ქვევრის ღვინო ,,RAW London”-ზე იყო წარმოდგენილი
ქართული ქვევრის ღვინო დიდი ბრიტანეთის დედაქალაქ ლონდონში ჩატარებულ ბუნებრივი ღვინოების საერთაშორისო გამოფენაზე ,,RAW London” (The Artisan Wine Fair London) იყო წარმოდგენილი. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, გამოფენის ორგანიზატორია მსოფლიოში ცნობილი ღვინის ექსპერტი, საერთაშორისო ღვინის მაგისტრი იზაბელ ლეჟერონი (საფრანგეთი). უწყების ცნობით, სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, საქართველოდან გამოფენაში მონაწილეობდა ქვევრის ღვინის მწარმოებელი 9 მარანი: „საწნახელი“, „მეღვინეობა ნიკა“, „გოცას ღვინოები“, „თემი“, „ტყუპების ღვინის მარანი“, „მანაველი“, „არტევანი“, „ნათენაძის ღვინო“ და „ხოხბის ცრემლები“. გამოფენის გახსნას საქართველოს სრულუფლებიანი და საგანგებო ელჩი დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში, თამარ ბერუჩაშვილი დაესწრო. „მინდა მივულოცო ღვინის ეროვნულ სააგენტოს და ყველა ქართველ მეწარმეს, ასეთ პრესტიჟულ გამოფენაში მონაწილეობა, რომელიც პოპულარიზაციას უწევს განსაკუთრებულ ღვინოებს. საქართველო გამოფენაზე აქ ძალიან საინტერსოდ არის წარმოდგენილი. ზოგადად ქართული ღვინო დიდ ბრიტანეთში გვხვდება ძალიან მაღალი დონის რესტორნებსა და მაღაზიათა ქსელებში. ცნობადობა აქ ინტენსიური დინამიკით იზრდება. ჩვენთვის დიდი პატივია, რომ ხელი შევუწყოთ ქართული ღვინის - როგორც საქართველოს ელჩის პოპულარიზაციას “, - აღნიშნა თამარ ბერუჩაშვილმა. ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის, გიორგი სამანიშვილის განცხადებით, ბრიტანეთის ბაზარი არის ძალიან მნიშვნელოვანი იმ კუთხით, რომ არის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველა დიდი იმპორტიორი და ღვინის მომხმარებელი ქვეყანა. „დიდი ბრიტანეთი არის ასევე ღვინის ყველაზე დიდი დამფასებელი ქვეყანა, ფაქტიურად მსოფლიოში მეღვინეობის მოდა იქმნება აქ. ეს ქვეყანა არის ჩვენი სტრატეგიული ბაზარი, სადაც კიდევ უფრო მეტი უნდა გაიყოდოს ჩვენი ღვინო, ამის პოტენციალი ქართულ ღვინოს გააჩნია. თუ ქართული ღვინო ცნობადი და პოპულარული გახდება დიდი ბრიტანეთის ბაზარზე, ეს არის გასაღები ძალიან ბევრ სხვა ბაზარზეც“ - აღნიშნა გიორგი სამანიშვილმა. როგორც გამოფენის ორგანიზატორმა იზაბელ ლეჟერონმა აღნიშნა, ქართველი მწარმოებლები გამოფენაში რამდენიმე წელია რაც მონაწილეობენ, რაც უკვე აისახება ქართული ღვინოების პოპულარიზაციაზე დიდ ბრიტანეთში. „ქართული ღვინოები, განსაკუთრებით კი ქვევრის ღვინოები, სულ უფრო მეტ პოპულარულარობას იძენს დიდ ბრიტანეთში და ჩემი აზრით მთელ მსოფლიოში, რადგან დიდი ინტერესია განსხვავებული და დიდი ისტორიის მქონე ღვინოების მიმართ. საქართველო კი მსოფლიოში უძველესი ღვინის მწამოებელი ქვეყანაა და 8 000 რთველს ითვლის. მას ბევრი რამის შემოთავაზება შეუძლია როგორც სომელიეების, ასევე რესტორნებისთვის, რადგან ქართული ღვინის საკვებთან შეხამება მარტივია. ქართული ღვინის ინდუსტრიისთვის ხელსაყრელი დროა, მწარმოებლები აქცენტს აკეთებენ ღვინის დაყენების უძველეს ტექნოლოგიებზე. ბაზარი იზრდება და თქვენც შეგიძლიათ იხილოთ რომ ქართული ღვინის სტენდთან ყოველთვის ბევრი ხალხია და ისინი ამ ღვინის გასინჯვის შესაძლებლობას ხალიდან არ უშვებენ. სულ უფრო მეტი ადამიანი მიდის საქართველოში და ხვდება მევენახეებს ქართული ქვევრის ღვინისა და თავად ქვევრის დამზადების ხელოვნების გასაცნობად. ბოლო ხუთი წლის მანძლზე, ქართული ღვინო პოპულარული გახდა პარიზში, ნიუ-იორკში, ლონდონში და ა.შ.” - აღნიშნა იზაბელ ლეჟერონმა. ისევე როგორც გასულ წლებში, ქართულმა ღვინომ წელსაც გამოფენის სტუმრების დიდი ინტერესი და მოწონება დაიმსახურა. გამოფენის ფარგლებში მოეწყო სპეციალური გათამაშება, რომელიც ორი იმპორტიორი კომპანიის წარმომადგენლებს შესაძლებლობას აძლევს შემოდგომაზე, რთველის პერიოდში ღვინის ტურით ეწვიონ საქართველოს. ცნობისთვის, საქართველო აღნიშნულ გამოფენაში 2012 წლიდან მონაწილეობს, რაც იძლევა უნიკალურ შესაძლებლობას, რომ მოხდეს პოტენციური იმპორტიორების მოძიება, ქვევრის ღვინის ფართო მასშტაბით წარმოჩენა და გაცნობა საერთაშორისო ცნობადობის მქონე მეღვინეობის სფეროს წარმომადგენლებისთვის.
საქართველოს რკინიგზის საქმეზე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ
ნანუკა ჟორჟოლიანი არ გამორიცხავს, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობისთვის იბრძოლოს
გოგა ხაინდრავამ ფორმულას უჩივლა, პროკურატურამ გამოძიება ცრუ დასმენის მუხლით დაიწყო
20 ივნისის საქმეზე გიორგი გახარიას წინააღმდეგ მაკო გომურმა სასამართლოს ჩვენება მისცა
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
სიბიჰა კიევ-პეჩერის ლავრის დაბომბვაზე - პუტინი საუკუნოდ დაწყევლილი უნდა იყოს და ის წააგებს ამ ომს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)