|
2016-05-23 00:23:18, 657 ნახვა
პოლიტიკა
სააკაშვილი: ოზურგეთში გამარჯვება გადამდები ეფექტი ექნება
საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და ოდესის გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა ოზურგეთში გამარჯვებულ "ნაციონალური მოძრაობის" წევრებს და მხარდამჭერებს სკაიპით მიულოცა. როგორც სააკაშვილმა აღნიშნა გურიაში ეს პარტიის პირველი გამარჯვებაა 2012 წლის შემდეგ, რომელსაც მომავალში გადამები ეფაქტი ექნება. "ეს არის 2012 წლის შემდეგ პირველი გამარჯვება "ნაციონალური მოძრრაობის" გურიაში. ეს არის ისტორიული მცირე გამარჯვება რომელსაც დიდი ეფექტი ექნება, მთელ საქართველოში. ძალიან მაგარი გუნდი შეკრიბეთ, ყოჩაღ. ეხლა ძაან მნიშვნელოვანია, ეს გამარჯვება გადაედოს დანარჩენ საქართველოს. გურიაში გამარჯვება ნიშნავს რომ პრაქტიკულად აჭარა მოგებული გვაქვს, გურიაში პოზიციები გავიმმყარეთ და მომავალში საქართველოშიც იგივე შედეგები უნდა დავდოთ" - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა. ოზურგეთის მე-16 59 უბანიზე წინასწარი ინფორმაციით, "ნაციონალურმა მოძრაობამ" გაიმარჯვა. გამარჯვების აღსანიშნავად "ნაციონალური მოძრაობის" წევრები სოციალურ ქსელში ფოტოს ავრცელებენ. საარჩევნო უბნის მონაცემები ასე გადანაწილდა: მე-16 უბანი: 291 ნაციონალური მოძრაობა / 188 ქართული ოცნება მე- 59 უბანი: ნაციონალური მოძრაობა 420 / ქართული ოცნება 290 გლდანში ამომრჩეველთა აქტივობამ წინასწარი მონაცემებით - 14,77% შეადგინა, გარდაბანში - 32,83%, კასპში - 47,97%, წყალტუბოში 55,99%, ოზურგეთში 56,94%, ხობში 50%, ხოლო ზუგდიდში - 64,19%.
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
სიბიჰა კიევ-პეჩერის ლავრის დაბომბვაზე - პუტინი საუკუნოდ დაწყევლილი უნდა იყოს და ის წააგებს ამ ომს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)