|
2016-05-22 22:52:51, 531 ნახვა
პოლიტიკა
"თავისუფალი დემოკრატები" კორცხელში მომხდარ ძალადობას გმობენ
"თავისუფალი დემოკრატები" ზუგდიდის მუნიციპალიტეტ სოფელ კორცხელში მომხდარ ძალადობას, გმობენ. პარტია საგანგებო განცხადებას ავრცელებს. "ჩვენ „თავისუფალი დემოკრატები“ პრინციპულად ვგმობთ კორცხელში მომხდარ ძალადობას, რადგან ეს არის ადამიანების უფლებების ხელყოფა; ეს ქმედებები დღეს ჩვენთვის ისევე მიუღებელია, როგორც წინა ხელისუფლების დროს განხორციელებული ძალადობა. ამასთნავე ეს არის პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ ჩადენილი ფიზიკური და მორალური ძალმომრეობა. მომხდარი კატასტროფულად აზიანებს ზოგადად ქვეყნის დემოკრატიულაბას და, კერძოდ, საარჩევნო პროცესის ობიექტურად, სამართლიანად წარმართვის შესაძლებლობასა და პერსპექტივას. ამგვარი დანაშაულებრივი ქმედება უშუალოდ ზღუდავს ამომრჩევლის თავისუფლებას, რადგან უკიდურესად უარყოფითად ზემოქმედებს მის უფლებაზე, გააკეთოს დამოუკიდებელი არჩევანი. მოვუწოდებთ სამართალდამცავებს, დაუყოვნებლად დაიწყონ გამოძიება, რათა გამოვლინდეს და უმკაცრესად დაისაჯოს მომხდარი დანაშაულის ყველა დამკვეთი, წამქეზებელი და უშუალო შემსრულებელი." - ნათქვამია პარტიის მიწერ გავრცელებულ განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
სიბიჰა კიევ-პეჩერის ლავრის დაბომბვაზე - პუტინი საუკუნოდ დაწყევლილი უნდა იყოს და ის წააგებს ამ ომს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)