|
2016-05-22 15:22:51, 581 ნახვა
პოლიტიკა
კალაძე: „ნაციონალური მოძრაობის" ლიდერები ცდილობენ ხელოვნურად დაძაბონ სიტუაცია
ვიცე პრემიერის, ენერგეტიკის მინისტრის კახა კალაძის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები ხელოვნურად ცდილობენ საარცევნო უბნებზე სიტუაცია დაძაბონ. როგორც კალაძემ აღნიშნა, პირველადი მონაცემებით ამომრჩეველთა რაოდენობა საკმაოდ მაღალია. „მოგეხსენებათ დღეს საქართველოში საკრებულოების შუალედური არჩევნები იმართება. პირველადი მონაცემებით, ამომრჩეველთა აქტივობასაკმაოდ მაღალია. ჩვენი ინფორმაციით, ამ ეტაპისთვის არჩევნები მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს, „ქართული ოცნების" კანდიდატებიდამაჯერებლად ლიდერობენ ყველა უბანზე. სამწუხაროა, რომ „ნაციონალური მოძრაობის" ლიდერები ცდილობენ ხელოვნურად დაძაბონსიტუაცია გარკვეულ უბნებზე, აწყობენ პროვოკაციებს და ცდილობენ ხალხის გაღიზიანებას. ვერანაირი მათი პროვოკაცია, რა თქმა უნდა, საერთოფონს ვერ შეცვლის და ისინი ვერ შეძლებენ სიტუაციის არევას“,-განაცხადა კალაძემ. მისივე განცხადებით, „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო" მოუწოდებს ოპონენტებს, თავი შეიკაონ პროვოკაციული ქმედებებისგან, რადგან ასეთიფაქტები ძაბავს საარჩევნო გარემოს. „ჩვენ, „ქართული ოცნება" ვგმობთ ყველანაირ ძალადობას და მივმართავთ ჩვენს მხარდამჭერებს, არ აყვნენ ოპონენტების პროვოკაციებს, ვინაიდან"ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" ინტერესებშია არჩევნები ჩატარდეს მშვიდ, დემოკრატიულ და თავისუფალ გარემოში.საქართველომ და ჩვენმა ხელისუფლებამ მრავალი გამოცდა ჩააბარა დემოკრატიული და გამჭირვალე არჩევნების ჩატარებაში. დარწმუნებულივარ, ეს არჩევნები ისეთივე მაღალ შეფასებას დაიმსახურებს საერთაშორისო საზოგადოებაში, როგორც 2102 წლის შემდეგ ჩვენი ხელისუფლებისდროს ჩატარებული ყველა არჩევნები“,-დასძინა კალაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
სიბიჰა კიევ-პეჩერის ლავრის დაბომბვაზე - პუტინი საუკუნოდ დაწყევლილი უნდა იყოს და ის წააგებს ამ ომს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)