13:03 - 11 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-20 19:05:44, 810 ნახვა

სამხედრო
პოლკოვნიკმა მედეა ბეთაშვილმა სტუდენტებს სამხედრო სამედიცინო სამსახურის ისტორია და სტრუქტურა გააცნო

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო საზოგადოებასთან პირდაპირი კომუნიკაციის გაძლიერების მიზნით  ახალგაზრდა ლიდერებთან და სტუდენტებთან რეგულარულ შეხვედრებს განაგრძობს.

უწყების ინფორმაციით, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სამედიცინო დეპარტამენტის უფროსმა, პოლკოვნიკმა მედეა ბეთაშვილმა დღეს სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტებს სამხედრო სამედიცინო სამსახურის ისტორია და  სამედიცინო სამსახურის სტრუქტურა გააცნო.

 სტუდენტებს სამხედრო-სამედიცინო დახმარების სპეციფიკის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს  წვრთნებისა და განათლების სარდლობის ეროვნულ სასწავლო ცენტრ „კრწანისის“  წარმომადგენლებმა.

შეხვედრაზე თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები  სტუდენტებს გორის სამხედრო ჰოსპიტლისა და წეროვნის სარეაბილიტაციო ცენტრის შესახებაც ესაუბრნენ და დაინტერესების შემთხვევაში მათ  წეროვნის სარეაბილიტაციო ცენტრში სტაჟირების გავლაც შესთავაზეს.

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო  სამხედრო თემატიკაზე, უწყების პრიორიტეტებსა და ნატო-საქართველოს  ურთიერთობების შესახებ ლექციების სერიას დედაქალაქსა და რეგიონის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში მომავალშიც ინტენსიურად გააგრძელებს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
საქართველოში უფრო მეტი ადამიანი დაუსაქმებელი რჩება, დასაქმების დონე 0.2 პროცენტული პუნქტით შემცირდა
მეუფე იოანე - აშკარაა, რომ გამოცდილება მეუფე შიომ მიიღო უშუალოდ პატრიარქთან ურთიერთობისას
მეუფე ანდრია - 3 კანდიდატია და სამივე მოსალოდნელია პატრიარქი გახდეს
ბაზისბანკის მხარდაჭერით ახალი მასშტაბური კომპლექსი EZO კოლოსისგან შენდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics