17:09 - 10 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-20 12:25:56, 930 ნახვა

ეკონომიკა
ხადური: ლარი ახალი წონასწორული წერტილისკენ მიისწრაფვის

ფინანსთა მინისტრ ნოდარ ხადურის განცხადებით, ლარი ახალი წონასწორული წერტილისკენ მიისწრაფვის და შესაბამის პოლიტიკას ეროვნული ბანკი ახორციელებს.

ხადურის თქმით, ფსიქოლოგიურად ჩამოყალიბებულია სწორი მოლოდინები, რომ ლარი სტაბილური ვალუტაა.

„ჯერ კიდევ გასული წლის ბოლოს, მიმდინარე წლის დასაწყისში ვსაუბრობდით, რომ მაკროეკონომიკური გარემო არის სასიკეთოდ შეცვლილი და აუცილებლად დაიწყებოდა ლარის კურსის გამყარება. თქვენ ხედავთ, რომ ეს ასეა. გარემო აშკარად შეცვლილია, მათ შორის შემოდინებების თვალსაზრისით. ფსიქოლოგიურად  ჩამოყალიბებულია აბსოლუტურად სწორი მოლოდინები, რომ ლარი სტაბილური ვალუტაა. ლარი მიისწრაფვის ახალი წონასწორული სტაბილურობისაკენ“, - აღნიშნა ნოდარ ხადურმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
გზების დეპარტამენტი: საქართველოში ფასიანი გზები არ იქნება
წილოსანი: არავინ დაბულინგდება, რომ ივანიშვილის შექება მოგვერიდოს
აშშ-ში ქართველი მიგრანტი ICE-ის პატიმრობაში გარდაიცვალა
შსს-მ ნარკოდანაშაულის ბრალდებით 119 პირი დააკავა, მათ შორის 49 ნარკორეალიზატორია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics