|
2016-05-18 20:36:31, 571 ნახვა
საზოგადოება
თამარ ხულორდავამ პროექტის ,,ადამიანის უფლებები ციხეებსა და დახურული ტიპის სხვა დაწესებულებებში“ მმართველი საბჭოს შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის პირველმა მოადგილემ თამარ ხულორდავამ პროექტის ,,ადამიანის უფლებები ციხეებსა და დახურული ტიპის სხვა დაწესებულებებში“ მმართველი საბჭოს შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. სასჯელაღსრულების სამინისტროს ინფორმაციით, ევროკავშირი და ევროპის საბჭო იწყებენ ერთობლივი წარმატებული პროექტის მეორე ფაზის განხორციელებას, რომელიც 18 თვიან პერიოდს მოიცავს და 2017 წლის აგვისტოში სრულდება. პროექტი მიზნად საქართველოს ციხეებში, დროებითი მოთავსების იზოლატორებსა და ფსიქიატრიულ დაწესებულებებში სამი ძირითადი გამოწვევის დაძლევას ისახავს: ჯანდაცვის სერვისებზე პატიმართა და დაკავებულ პირთა წვდომის გაუმჯობესებას; ჯანმრთელობის პრობლემების მქონე პატიმართა და ასევე, ფსიქიატრიულ დაწესებულებებში მოთავსებულ პირთა გაუმჯობესებულ მკურნალობას ევროპული და სხვა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად; ადამიანის უფლებათა დაცვის მიზნით, გაძლიერებულ პრევენციულ ღონისძიებებსა და დაკავების ადგილების, მათ შორის, ფსიქიატრიული დაწესებულებების შიდა და გარე ზედამხედველობის/კონტროლის მექანიზმს. თამარ ხულორდავამ შეხვედრაზე პროექტის მნიშვნელობაზე ისაუბრა. „ჩვენ ახლა ვიწყებთ ევროპის საბჭოსა და ევროკავშირის ერთობლივი პროექტის მეორე ფაზას, რომელიც დაგვეხმარება ახალი გამოწვევების დაძლევაში და მიღწეული შედეგების ინსტიტუციონალიზაციაში. ვგეგმავთ განვაგრძოთ მუშაობა სამედიცინო მომსახურების ხარისხის კონტროლის მექანიზმზე, მოვამზადოთ საფუძველი პაციენტების სამედიცინო ისტორიის ელექტრონული ფორმით წარმოებისთვის, დავნერგოთ და გავაუმჯობესოთ სუიციდის პრევენციის პროგრამა, გავაუმჯობესოთ ზრუნვა ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე პატიმრებზე, ხელი შევუწყოთ ჩვენი სამედიცინო და არასამედიცინო პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლებას. ვიმედოვნებ, რომ ჩვენი თანამშრომლობის მეორე ეტაპიც, პირველი პროექტის მსგავსად, წარმატებული იქნება“, - განაცხადა თამარ ხულორდავამ. საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელმა კრისტიან ურსემ სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს თანამშრომლობისათვის მადლობა გადაუხადა. „სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროსთან ჩვენი თანამშრომლობის სამწლიანი გამოცდილების შედეგად, ჩვენ არაერთი საჭირო და მნიშვნელოვანი პროექტი განვახორციელეთ. უწყებასთან თანამშრომლობა გაგრძელდება ფაზა II-ის ფარგლებშიც, რათა მოხდეს უკვე მიღწეული შედეგების შენარჩუნება და გაზრდა“, - განაცხადა კრისტიან ურსემ. პროექტის მენეჯერმა ილდიკო შალცმა, აღნიშნა, რომ პროექტის ერთ-ერთი მთავარი პრიოტიტეტი პენიტენციურ დაწესებულებებში სამედიცინო მომსახურების გაუმჯობესება და მათ ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანა იქნება. ასევე, ყურადღება გამახვილდება მსჯავრდებულთა ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის პროგრამებზე, მოხდება სამედიცინო და არასამედიცინო პერსიონალის გადამზადება. პროგრამის პარტნიორები არიან სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, შინაგან საქმეთა და იუსტიციის სამინისტროები, პროკურატურა და სახალხო დამცველის ოფისი. აღნიშნულ პროექტს აფინანსებენ ევროკავშირი და ევროპის საბჭო და ახორციელებს ევროპის საბჭო პროგრამული თანამშრომლობის ფორმატში სომხეთის, აზერბაიჯანის, საქართველოს, მოლდოვას რესპუბლიკის, უკრაინისა და ბელორუსიისათვის.
ხოშტარია: ჩემზე არ ინერვიულოთ, რუსებთან ბრძოლაში ბევრად მეტისთვის ვარ მზად
როგორ გამოიყენებ მზის ენერგიას ბიზნესში - გაიარე სრულად დაფინანსებული ბიზნესკურსი
ბოკუჩავა: პრეზიდენტ სააკაშვილის პოსტი უცნაურია, მსგავსმა იმპულსურმა გადაწყვეტილებებმა მიგვიყვანა იქამდე, სადაც ვართ
ევროპარლამენტმა საქართველოზე კრიტიკული ანგარიში მიიღო
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
სიბიჰა კიევ-პეჩერის ლავრის დაბომბვაზე - პუტინი საუკუნოდ დაწყევლილი უნდა იყოს და ის წააგებს ამ ომს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)