2016-05-18 18:16:46, 542 ნახვა
პოლიტიკა
თსუ-ის თვითმმართველობის პრეზიდენტი და ვიცე-პრეზიდენტი თანამდებობებს ტოვებენ
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის თვითმმართველობის პრეზიდენტი, შალვა საბაური და ვიცეპრეზიდენტი, პაატა ბახტურიძე თანამდებობებს ტოვებენ.
ამის შესახებ მათ განცხადება თსუ-ს პირველ კორპუსში გააკეთეს.
საბაურის და ბახტურიძის განცხადებით, დანაპირები შეასრულეს და რექტორის გადგომის შემდეგ თანამდებობა დატოვეს.
აცხადებენ, რომ რადიკალურ გზებს მიმართავენ, მათი თქმით, განათლების მინისტრი 115-ე აუდიტორიის წევრებს ხვდება.
საბაურისა და ბახტურიძის განცხადებით, უნივერსიტეტის დამოუკიდებლობისთვისა და „ოდეერების“ წინააღმდეგ ბრძოლას არ შეწყვეტენ. ისინი განათლების სამინისტროს მიმართავენ, რომ უფრო საშიშები იქნებიან.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან