|
2016-05-17 14:54:07, 597 ნახვა
პოლიტიკა
დავით ნარმანია: „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან პრემიებსა და დანამატებზე საუბარი უხერხულია
თბილისის მერი დავით ნარმანია "ნაციონალური მოძრაობის" მხრიდან პრემია-დანამატებზე საუბარს „უხერხულს“ უწოდებს. როგორც თბილისის მერმა დავით ნარმანიამ დღეს საკრებულოს სხდომაზე განაცხადა, "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლებაში ყოფნისას, თბილისის მერიის ბიუჯეტიდან პრემიებისა და დანამატების სახითკოლოსალური თანხები გაიცემოდა. „სწორედ თქვენი ხელისუფლებაში ყოფნისას, სწორედ თქვენი მაღალჩინოსნები, მათ შორის ის პირები, ვინც ახლა დარბაზში სხედხართ, იღებდნენ განუსაზღვრელი ოდენობის პრემიებს იმ თანხიდან, რომელიც თბილისელებს და მათ კეთილდღეობას უნდა მოხმარებოდა“,- განაცხადა თბილისის მერმა. დავით ნარმანიამ დღესვე კონკრეტული ციფრები დაასახელა, თუ რა რაოდენობის თანხები გაიცემოდა ნაციონალური მოძრაობის მმართველობის პერიოდში. მისი თქმით 2012 წელს პრემიის სახით გაცემულია 10 698,5 ათასი ლარი, 2013 წელს - 17 110,5 ათასი, 2014 წელს 15 833,8 ათასი ლარი. 2015 წელს კი, ახალი ხელისუფლების პირობებში,პრემიის სახით გაცემული თანხები განახევრდა. "ამიტომ, უხერხულია თქვენი მხრიდან პრემიებსა და დანამატებზე საუბარი. მაშინ, როდესაც თქვენ აპიარებდით საქმეებს, რომლებიც რეალურად არ გაკეთებულა და მხოლოდ და მხოლოდ სიცრუის პროპაგანდაში ხარჯავდით თბილისელებისთვის განკუთვნილ თანხებს, მაგალითისთვის, ბოლო 4 წლის განმავლობაში დახარჯული გაქვთ 15 მლნ ლარზე მეტი, ჩვენ ამ ყველაფერს საქმეს ვუპირისპირებთ. ჩვენ დღეს, სწორედ, 9 წლიან უმოქმედობას ვიმკით თბილისში. სად არის თქვენი დაგებული გზები, თქვენი გაკეთებული საქმეები, რაში იღებდით პრემიებს? თუ 2 წელიწადში დაინგრა გზები, გაჩნდა ორმოები და დაზიანდა ქალაქის ინფრასტრუქტურა? - აი, ამ უმოქმედობაში იღებდით თქვენ კოლოსალურ თანხებს. ჩვენ, ფაქტობრივად, მინიმუმზე დავიყვანეთ დედაქალაქის ბიუჯეტში საპრემიო ფონდი და მინიმუმამდე შევამცირეთ დანამატები. მაშინ, როცა თქვენ პარტიული ნიშნით არაფრისთვის უხდიდით მილიონებს სამეთვალყურეო საბჭოებში ვითომდა დასაქმებულ პირებს, რომლებიც სამსახურშიც კი არ დადიოდნენ“,-განაცხადა თბილისის მერმა. დავით ნარმანიას თქმით, 2012 წლის 23 ოქტომბერს, საპარლამენტო არჩევნებიდან 3 კვირაში, ახალი მთავრობის ფორმირებამდე რამდენიმე დღით ადრე, „ნაციონალური მოძრაობის“ გადაწყვეტილებით, სპეციალურად პარტიის აქტივისტებისა და ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის თბილისის მერიაში დამატებით სამუშაო ადგილები შეიქმნა - კერძოდ, თბილისის მერიის ოთხ შპს-ში - "ჰერმესში", "სინათლის ქალაქში", "თბილსერვის ჯგუფსა" და "თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში" - ჩამოყალიბდა სამეთვალყურეო საბჭოები, სადაც "ნაციონალური მოძრაობის" ცნობილი მხარდამჭერები დასაქმდნენ. „59 ადამიანს თბილისელები თვეში ხელფასის სახით არაფრისთვის უხდიდნენ 2500 ლარს. მე ამ პირების, სახელები და გვარები შემიძლია დაგისახელოთ და გაჩვენოთ დოკუმენტები. არცერთი მათგანი სამსახურში არ დადიოდა, ხელფასის სახით გადახდილმა თანხამ კი ჯამურად 1 549 270 ლარი შეადგინა. აი, სად მიდიოდა თბილისელებისთვის განკუთვნილი ბიუჯეტი. აი, სად მიდიოდა თანხები, რომელიც ქალაქს უნდა მოხმარებოდა - დედაქალაქის ბიუჯეტი იხარჯებოდა „ნაციონალური მოძრაობის“ და მათი ოჯახის წევრების, მათი ახლობლების კეთილდღეობისთვის“,-აღნიშნა ნარმანიამ.
მარგუს ცაჰკნა - ძალიან ვწუხვარ, რომ ქართული რეჟიმი აბსოლუტურად სხვა გზას მიჰყვება, არა ევროკავშირისკენ გზას
16-17 ივნისს თბილი და უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი, ხოლო 18 ივნისს გაწვიმდება
რუსული ავიაკომპანია Red Wings ბათუმისკენ ფრენებს კიდევ 6 ქალაქიდან შეასრულებს
თენგიზ შარმანაშვილი პოლიციელების მხრიდან ძალადობაზე - კიდევ მოხდება ხვალაც, ზეგაც
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
სიბიჰა კიევ-პეჩერის ლავრის დაბომბვაზე - პუტინი საუკუნოდ დაწყევლილი უნდა იყოს და ის წააგებს ამ ომს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)