|
2016-05-17 12:59:51, 614 ნახვა
პოლიტიკა
„ეს მომაშორეთ, მე მგონი „პიდარასტია,“ - მეჭიაურმა მორიგი ჰომოფობიური განცხადებები გააკეთა
საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა თამაზ მეჭიაურა მორიგი ჰომოფობიური განცხადება გააკეთა. უფრო მეტიც, მან სიტყვიერი შეურაცხყოფა ჟურნალისტებსაც მიაყენა. ერთ-ერთ ჟურნალისტს მან „პიდარასტი“ უწოდა. ჟურნალისტმას მას კითხვა მის ჰომოფობიურ გამონათქვამებთან დაკავშირებით დაუსვა. ჟურნალისტებსა და თამაზ მეჭიაურს შელაპარაკება რამდენიმე წუთის წინ მოუვიდათ. თამაზ მეჭიაური რესპუბლიკის მოედანზე იმყოფებოდა და მასთან ჟურნალისტები ცდილობდნენ ინტერვიუს ჩაწერას, იმ საკითხთან დაკავშირებით, თუ რას ფიქრობს ის ლგბტ უფლებადამცველების დაკავების შესახებ. რამაც მეჭიაურის გაღიზიანება გამოიწვია. მან ჰომოფობიური განცხადებები გააკეთა და ჟურნალისტებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. „ლგბტ-ს იმას უწოდებ, რომ თხუპნიან საპატრიარქოს ღობეებს? ლგბტ ვინ არის იცი? ერთ ადგილზე არიან და თავის ერთ ადგილს იქ უვლიან და თავისთვის იყენებენ როგორც უნდათ, არავინ არ უშლის, მაგრამ ვინც მიდის და თხუპნიან საპატრიარქოს, ეგენი არიან „პიდარასტები“ ნუ თხუპნით საპატრიარქოს, იყავით დაეტიეთ თქვენ ადგილზე,“ - განაცხადა თამაზ მეჭიაურმა. ერთ-ერთმა ჟურნალისტმა მის მიერ გაკეთებული ჰომოფობიური განცხადებები გაახსენა, რამაც მეჭიაური გააღიზიანა და ჟურნალისტს „პიდარასტი“ უწოდა.
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)