20:46 - 13 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-17 11:04:28, 867 ნახვა

სამართალი
შსს-მ ქურდობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1976 წელს დაბადებული გიორგი მ. ქურდობის ბრალდებით დააკავეს.

უწყების ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა თბილისში, კვერნაძის ქუჩაზე, მოქალაქის საცხოვრებელი სახლი გაქურდა, საიდანაც პერსონალური კომპიუტერი, 2 მობილური ტელეფონი, პლანშეტური კომპიუტერი, ფოტოაპარატი და სამკაულები მოიპარა.

„სამართალდამცველებმა ქურდობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნეს და ბრალდებული მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავეს. პოლიციამ ნაქურდალი ნივთები ნივთმტკიცებად ამოიღო. დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს“, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

გამოძიება ქურდობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-ნაწილის „ა“ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
TV Imedi: ევროპარლამენტმა 1 წლით საქმიანობა აგვიკრძალა
მოსკოვსა და ცხინვალს შორის „მოკავშირეთა თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ“ შეთანხმება რატიფიცირებულია
14 მაისიდან 30 ივნისის ჩათვლით ხაჯალია–სუფსის მონაკვეთზე მოძრაობა დროებით შეიზღუდება
მართვის მოწმობის არაგეგმური, 250 ლარიანი გამოცდა მხოლოდ შაბათობით ჩატარდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics