07:30 - 13 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-16 17:12:32, 496 ნახვა

პოლიტიკა
ანა ნაცვლიშვილი: ე.წ კაბელების საქმე შესაბამისი მტკიცებულებებით არ დასტურდება

ე.წ კაბელების საქმე შესაბამისი მტკიცებულებებით არ დასტურდება, ამიტომ არის უკანონო, უსამართლო და დაუსაბუთებელიც - ამის შესახებ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარემ ანა ნაცვლიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც ნაცვლიშვილმა განმარტა, დანაშაულის შემადგენელი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ელემენტი საქმეში საერთოდ არ არის და აქედან გამომდინარე დანაშაულის დამტკიცებაზე საუბარი ზედმეტია.

"ამ საქმეში დაიკითხა არაერთი მოწმე, არაერთი ექსპერტი. მრავალი წერილობითი მტკიცებულება იყო წარდგენილი. სასამართლო პროცესი 18 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა. მოსამართლეს მხოლოდ 2 დღე დასჭირდა, ამ ძალიან რთული, მრავალტომიანი საქმის შესახებ განაჩენი გამოეტანა. ესეც ბევრ კითხვას აჩენს. გამამტყუნებელი განაჩენი საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობას უნდა ემყარებოდეს და სწორედ ასეთი მტკიცებულებები საქმეში არ არსებობს. განაჩენი არის უკანონო, უსამართლო და დაუსაბუთებელიც. როდესაც განაჩენს წერილობით ჩავიბარებთ, საზოგადოებას დეტალურ სამართლებრივ ანალიზს მივაწვდით", - განაცხადა ნაცვლიშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უსიკი ტრამპს თეთრ სახლში შეხვდა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტი საქართველოს ხელისუფლებას კანონმდებლობის გადახედვისკენ მოუწოდებს
შსს პოლიციელების მიერ ჩადენილ ძალადობის ფაქტებს ადასტურებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics