|
2016-05-16 14:08:39, 801 ნახვა
სამართალი
პროკურატურა: ე.წ. კაბელების საქმეზე ხუთივე პირის ბრალეულობა უტყუარად დადასტურდა
საქართველოს მთავარი პროკურატურა ე.წ. კაბელების საქმზე გამოტანილ გამამტყუნებელ განაჩენთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს. პროკურატურის ცნობით, ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების გამოკვლევის შემდეგ, 5-ივე დაკავებულის ბრალეულობა უტყუარად დადასტურდა: „თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და 4 102 872 ლარის გაფლანგვაში ბრალდებული თავდაცვის სამინისტროს ხუთი მაღალჩინოსანი დამნაშავედ სცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა", ,,დ" და მესამე ნაწილის ,,ბ" პუნქტებით. სასამართლო პროცესზე ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების გამოკვლევის შედეგად უტყუარად დადასტურდა, რომ 2013 წლის 27 აგვისტოს თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლებმა - გიზო ღლონტმა, გიორგი ლობჟანიძემ, არჩილ ალავიძემ, დავით წიფურიამ და ნუგზარ კაიშაურმა წინასწარ განზრახული დანაშაულის შენიღბვის მიზნით, საქართველოში მოქმედ 9 კომპანიას გაუგზავნეს წერილი, რომლითაც ატყობინებდნენ, რომ თავდაცვის სამინისტროს სურდა თბილისი - ბათუმის მიმართულებით ოპტიკურ - ბოჭკოვანი საკაბელო მაგისტრალის შეძენა და თუ აღნიშნულ კომპანიებს ექნებოდათ სურვილი თავდაცვის სამინისტროსთვის უნდა წარედგინათ წინადადებები 9 დღის ვადაში. მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 9 კომპანიიდან მხოლოდ სს „სილქნეტს" ჰქონდა წინასწარ, ორი თვით ადრე მიღებული ინფორმაცია თავდაცვის სამინისტროს ამ სამომავლო გეგმის შესახებ და შესაბამისად, სხვა კომპანიებისგან განსხვავებით, მხოლოდ აღნიშნულ კომპანიას ჰქონდა საკმარისი დრო შეთავაზების მომზადებისთვის. იმის გამო, რომ კომპანიებს ურთულესი მაგისტრალის გაყვანის პროექტისა და ხარჯთაღრიცხვის შესადგენად მიეცათ შეუსაბამოდ მცირე დრო - 9 კალენდარული დღე, შ.პ.ს. „კავკასუს ონლაინმა" და შ.პ.ს. „ახალმა ქსელებმა" ვერ მოამზადეს შესაბამისი წინადადებები. რაც შეეხება სხვა კომპანიებს, იმ 9 კომპანიიდან რომელსაც თავდაცვის სამინისტრომ წერილები გაუგზავნა, სამი - შ.პ.ს. „ნეოტეკი", შ.პ.ს. „სისტემები" და შ.პ.ს. „გრინპროჯექტი" საერთოდ არ აწარმოებენ მაგისტრალის მშენებლობას და სრულიად განსხვავებული პროფილით საქმიანობენ. ამ გარემოებით კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ ბრალდებულების ინტერესში არ შედიოდა სამუშაოების რეალური შემსრულებლის მოძიება, რადგან კომპანია, რომელიც სახელმწიფო შესყიდვის პროცესში გაიმარჯვებდა, წინასწარ ჰყავდათ შერჩეული. დარჩენილი ხუთი კომპანიიდან სამმა თავადაცვის სამინისტროს შესთავაზა გამოცხადებული მოთხოვნის შესაბამისი მიწოდება, მაგრამ მიუხედავად ამისა, სამინისტროს მხრიდან გამარჯვებულად გამოცხადდა კომპანია „სილქნეტის" ის წინადადება, რომელიც საერთოდ არ შეესაბამებოდა სამინისტროს დეკლარირებულ მოთხოვნებს. კერძოდ, თავდაცვის სამინისტროს თავდაპირველი მოთხოვნა იყო საკაბელო მაგისტრალის შეძენა, საბოლოოდ სამინისტრომ სს „სილქნეტისგან" შეიძინა არა საკაბელო მაგისტრალი, არამედ მაგისტრალში არსებულ 72 წვერიან ოპტიკურ - ბოჭკოვან კაბელში მხოლოდ 24 წვერი, მაშინ როდესაც ზუსტად იგივე სახის ქონება თავდაცვის სამინისტროს სახელმწიფო შესყიდვის გამოცხადებამდე რამდენიმე თვით ადრე ორი კომპანიისგან - შპს ,,დელტა კომისგან" და შპს ,,სპეცკავშირმშენისგან" უფასოდ ჰქონდა შეთავაზებული. საბოლოოდ დადგინდა, რომ თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლებმა - გიზო ღლონტმა, გიორგი ლობჟანიძემ, არჩილ ალავიძემ, დავით წიფურიამ და ნუგზარ კაიშაურმა კანონის მოთხოვნის უხეში დარღვევით ჩატარებული სახელმწიფო შესყიდვის შედეგად სს ,,სილქნეტი" ჩააყენეს უპირატეს მდგომარეობაში, მასთან გააფორმეს ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც სს ,,სილქნეტს" 2 618 005 ლარის ღირებულების ქონებაში 6 720 877 ლარი გადაუხადეს. ბრალდებულების მიერ ჩადენილი დანაშაულის შედეგად სახელმწიფოს მიადგა 4 102 872 ლარის ზიანი. სასამართლო პროცესზე სახელმწიფო ბრალდებამ დაკითხა 70-მდე მოწმე, გამოიკვლია 23 ტომი დოკუმენტალური მტკიცებულებები და 5 ექსპერტიზის დასკვნა. გამოკვლეული მტკიცებულებების ერთობლიობამ უპირობოდ შექმნა გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის საფუძველი. სასამართლომ ხუთივე ბრალდებული წარდგენილ ბრალდებაში დამნაშავედ სცნო და სასჯელის ზომად განუსაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 7 წლით და თანამდებობის დაკავების უფლების ჩამორთმევა 2 წლით“,-ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.
ბერეკაშვილი: ეს იყო არა ფასების დაკლების, არამედ ფასების შემსწავლელი კომისია
დაბომბვის შემდეგ პირველად ისტორიაში, სერბეთმა ნატოსთან ერთად პირველი სამხედრო წვრთნა დაიწყო
საფრანგეთში, ნოროვირუსის აფეთქების გამო, კარანტინში მოათავსეს 1700 ადამიანის გადამყვანი საკრუიზო გემი
დუმამ ოკუპირებულ ცხინვალთან მოკავშირეობის გაღრმავების კანონპროექტი მიიღო
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)