|
2016-05-16 13:14:18, 569 ნახვა
პოლიტიკა
გიორგი მარგველაშვილი აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრს შეხვდა
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი აზერბაიჯანის პრემიერმინისტრ არტურ რასიზადეს შეხვდა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, გაფართოებულ ფორმატში გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავების საკითხები განიხილეს. გიორგი მარგველაშვილმა და არტურ რასიზადემ აღმოსავლეთ-დასავლეთ ენერგეტიკული დერეფნის შესახებ ისაუბრეს და აღნიშნეს, რომ 20 წლის წინ, ბაქო-სუფსის დერეფნის მშენებლობის შესახებ აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის დადებულმა შეთანხმებამ ხელი შეუწყო ორივე ქვეყნის განვითარებას. პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს ვიცეპრემიერი, ენერგეტიკის მინისტრი კახი კალაძე, საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი ირინე იმერლიშვილი, პრეზიდენტის საგარეო ურთიერთობათა მდივანი თენგიზ ფხალაძე, საქართველოს ელჩი აზერბაიჯანში თეიმურაზ შარაშენიძე, პრეზიდენტის ეკონომიკური მრჩეველი მაია მელიქიძე.
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)