2016-05-14 16:32:26, 960 ნახვა
პოლიტიკა
სპორტის სასახლეში „ქართული ოცნების“ ყრილობა მიმდინარეობს
კოალიცია ”ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო” რიგით IV ყრილობას მართავს.
ყრილობა საქართველოს ჰიმნით გაიხსნა.
სპორტის სასახლეში აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების, დიპლომატიური კორპუსისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ასევე ათასობით მხარდამჭერი იმყოფება. ყრილობაზე იმყოფებიან ყოფილი პრემიერ-მინისტრები ბიძინა ივანიშვილი და ირაკლი ღარიბაშვილი.
დღევანდელ ყრილობაზე პარტიის წევრები ახალ თავმჯდომარეს აირჩევენ. ამ პოსტზე პრემიერ-მინისტრი, გიორგი კვირიკაშვილია წარდგენილი. ყრილობა ასევე პარტიის პოლიტსაბჭოს განახლებულ შემადგენლობას აირჩევს და ახალ წესდებას დაამტკიცებს.
სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე საპატრულო პოლიციაა მობილიზებული.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან