2016-05-12 23:01:35, 633 ნახვა
პოლიტიკა
ბერძენიშვილი მარგველაშვილზე: პოლიტიკაში იყო არავინ და ერთ დღეში გახდა პირველი პირი
"პოლიტიკაში იყო არავინ და ერთ დღეში გახდა პირველი პირი" - ასე აფასებს "რესპუბლიკური პარტიის" ერთ-ერთი ლიდერი ლევან ბერძენიშვილი საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს.
ბერძენიშვილის განცხადებით, "პრეზიდენტი, რომელიც პოლიტიკურ პარტიებს აგინებს, პრეზიდენტი არ არის".
"პრეზიდენტი, რომელიც პოლიტიკურ პარტიებს აგინებს, პრეზიდენტი არ არის. მას უნდა დაენახა ყველაფერი, რაც მისი ინსტიტუტის გადასარჩენად გააკეთა დათო უსუფაშვილმა და რესპუბლიკურმა პარტიამ. არ დაინახა, ჩვენ დაგვრჩა აზრი, რომ ის არის უმადური. ეს ყველაფერი მოხდა იმიტომ, რომ იგი პოლიტიკაში იყო არავინ და ერთ დღეში გახდა პირველი პირი." - განაცხადა ბერძენიშვილმა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან