13:24 - 17 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-10 16:19:19, 610 ნახვა

საზოგადოება
მოქალაქეების შეფასებით, აღსრულების ეროვნული ბიუროს საქმიანობა გამჭვირვალე გახდა

კომპანია IPM-ის მიერ აღსრულების ეროვნული ბიუროს საქმიანობის შესახებ ჩატარებული კვლევის შედეგებიდან ირკვევა, რომ გამოკითხულთა 64 პროცენტის აზრით, ბიუროს სერვისები მეტად ხელმისაწვდომი, ხოლო საქმისწარმოება უფრო  გამჭვირვალე გახდა.

კრედიტორები და მოვალეები, რომელთაც ადრე შეხება ჰქონიათ აღსრულების ეროვნულ ბიუროსთან, თვლიან, რომ მომსახურების მხრივ ბოლო წლების განმავლობაში სიტუაცია დადებითად შეიცვალა, მათ შორის დასახელდა მომსახურების პროცედურების გამარტივება, მოქალაქეებთან ურთიერთობის დახვეწა და პროცედურების გამჭვირვალობა. ამის ერთ-ერთ მიზეზად, შესაძლოა, დასახელდეს, რომ მხარეებს 2014 წლიდან აქვთ შესაძლებლობა სააღსრულებო წარმოების ელექტრონულ პროგრამაში თავად ადევნონ თვალყური საკუთარი საქმეების მსვლელობას.

ასევე, დაიხვეწა და უფრო აქტიური გახდა გამარტივებული საქმისწარმოების სამსახური. სერვისის ეფექტურობისა და ხელმისაწვდომობის გამო, მისი გამოყენება 2013 წლის შემდეგ თითქმის გასამმაგდა.

აღსრულების ეროვნული ბიუროს საქმიანობისა და უწყების მიმართ მოქალაქეების განწყობის შესახებ მასშტაბური კვლევა შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს დაფინანსებით კომპანია IPM-მა ჩაატარა. კვლევის შედეგად მოხდა მომხმარებლის კმაყოფილების ინდექსის განსაზღვრა. ასევე, სამიზნე ჯგუფებში გამოიკითხა ბიუროს სერვისების ხელმისაწვდომობის, პროცედურების გამჭვირვალობის, მომხმარებლის მიმართ დამოკიდებულების, უპირატესობებისა და ნაკლოვანებების, პროფესიული უნარების განვითარების მაჩვენებლის შესახებ.

კვლევაში მონაწილეობა შემთხვევითი შერჩევის პრინციპით მთელი საქართველოს მასშტაბით  160-მა კრედიტორმა, 221-მა მოვალემ, 122-მა აღმასრულებელმა და 1050-მა ზოგადად მოქალაქემ მიიღო.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პროკურატურამ რკინიგზის საქმის რვავე დაკავებულს ბრალი წარუდგინა, ორზე ძებნა გამოცხადდა
კალაძე ტაქსისტებს - მეგობრებო, აუცილებლად გადაიხადეთ დავალიანება, წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ მოგვიწევს ნებართვების გაუქმება
ციხეში მყოფი ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა - ადვოკატი
სუს-ში რკინიგზის საქმეზე დაკავებულების ადვოკატები მივიდნენ, მათ ბრალი წარედგინათ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics