23:20 - 12 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-10 14:36:29, 1202 ნახვა

პოლიტიკა
სოსო ცისკარიშვილი: მოსალოდნელია, რომ „ქართული ოცნებიდან“ გადინებები კიდევ მოხდეს

საუბრისას პოლიტოლოგი სოსო ცისკარიშვილი  ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის გია ვოლსკის შეფასებას, რომელმაც თქვა, რომ არმაზ ახვლედიანის მარგი ქმედების კოეფიციენტი ნულის ტოლი იყო.

სოსო ცისკარიშვილის შეფასებით, მეჭიაური პრორუსული განცხადებებით, ბიძინა ივანიშვილის გზავნილებს ახმოვანებს.

„ის, რომ ბატონი არმაზი არ იყო პარტიაში, ეს თავად „ქართული ოცნების“ ქცევაში აისახა. ვის რა ფუნქციები გააჩნდა ამ პოლიტიკურ გაერთიანებაში ჩემთვის უცნობია.

„ბატონი მეჭიაურის აქტიურობა მედიასივრცეში ჩემი აზრით, დაკავშირებულია მხოლოდ იმასთან, რომ მან უნდა გაახმოვანოს ბიძინა ივანიშვილის მოსაზრებები. მე პირადად ეჭვი არ მეპარება იმაში, რომ მეჭიაური პრორუსული განცხადებებით ბიძინა ივანიშვილის მოსაზრებებს ახმოვანებს.

ამიტომ გრძნობს ივანიშვილი თავს მშვიდად იატაკქვეშეთში და რამდენიმე თვეა მისი არც ხმა გაგვიგია და არც გარეგნობა გაგვიხსენებია. მაგრამ მისი აზრები ჩქეფს და სერიოზულ დისკომფორტს უქმნის „ქართული ოცნების“ პროგრესულ ნაწილს. რაც შესაძლოა დასრულდეს კიდევ უფრო დიდი გადინებებით „ქართული ოცნებიდან“, - განუცხადა სოსო ცისკარიშვილმა „ექსპრესნიუსს“. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პაპუაშვილი - პარლამენტში პარტია „საქართველოსთვის“ სახელით მყოფი ხალხი უნდა მიხვდეს, რომ გაქცეული გახარია ამათ დასცინის
ბენზინის დეფიციტის გამო, რუსეთი თვითმფრინავებისთვის საწვავის პრობლემებია
ორწლიანი პაუზის შემდეგ თელ-ავივში მასშტაბური გეი აღლუმი გაიმართა
ხოშტარია: ვმუშაობდი და გავაგრძელებ მუშაობას „მოღალატე რუსების“ წინააღმდეგ სანქციებზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics