|
2016-05-10 11:37:56, 518 ნახვა
პოლიტიკა
დავით უსუფაშვილი: ჩეხეთი საქართველოს ევროპული ინტეგრაციის ძალიან აქტიური მხარდამჭერია
პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი ჩეხეთის რესპუბლიკის პარლამენტის წარმომადგენელთა პალატის თავმჯდომარეს, იან ჰამაჩეკს შეხვდა. შეხვედრის შემდეგ, მხარეებმა მედიისთვის ერთობლივი განცხადებები გააკეთეს. როგორც უსუფაშვილმა აღნიშნა, შეხვედრაზე ორ ქვეყნებს შორის ურთიერთობის გაღრმავებაზე, პარლამენტებს შორის თანამშრომლობის გაძლიერებაზე ისაუბრეს. ასევე ხაზი გაესვა იმას, რომ ჩეხეთის რესპუბლიკა და საქართველო ერთმანეთთან ძალიან მჭიდრო პარტნიორულ თანამშრომლობაში არიან. გარდა ამისა, უსუფაშვილის განმარტებით, საუბარი შეეხო ვიზალიბერალიზაციის პროცესს და ეკონომიკური-სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავების აუცილებლობას. დავით უსუფაშვილის განცხადებით, საქართველოს ჩეხეთის რესპუბლიკის სახით, ძალიან აქტიური მხარდამჭერი ჰყავს: „ჩვენ გვქონდა ძალიან საინტერესო, მეგობრული საუბარი, ორ ქვეყნებს შორის ურთიერთობის გაღრმავებაზე, პარლამენტებს შორის თანამშრომლობის გაძლიერებაზე. შეხვედრისას, ხაზი გავუსვით იმ ფაქტს, რომ ჩეხეთის რესპუბლიკა და საქართველო არიან ძალიან მჭიდრო პარტნიორულ თანამშრომლობაში ერთმანეთთან. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ მხარი დავუჭიროთ ერთმანეთის სტრატეგიულ ინტერესებს. ჩეხეთი არის ძალიან აქტიური მხარდამჭერი საქართველოს ევროპული ინტეგრაციის. ჩვენ ვისაუბრეთ ვიზალიბერალიზაციის პროცესზეც და ბატონმა ჰამაჩეკმა ბრძანა თავისი მოსაზრებები, რომელიც სრულ თანხვედრაშია ჩვენი მთავრობის, ჩვენი პარლამენტის, ჩვენი ხალხის სურვილებთან და პერსონალურად მისი სახით, ჩეხეთის პარლამენტის სახით, ჩვენ გვყავს ძალიან ეფექტური, ძალიან აქტიური მხარდამჭერი ამ პროცესში. ჩვენ ვისაუბრეთ ეკონომიკური სავაჭრო კავშირ-ურთიერთობების გაღრმავების აუცილებლობაზე. ამისთვის ბევრი რამ კეთდება. უახლოეს თვეებშიც კიდევ ბევრი რამ მოხდება საინტერესო და სასარგებლო. სულ ორიოდე თვის წინ, საქართველოს პრემიერ-მინისტრი იმყოფებოდა ჩეხეთის რესპუბლიკაში და მოხარული ვიყავი, როდესაც ჩემმა კოლეგამ ბრძანა, რომ ჩეხეთის ბიზნეს წრეების წარმომადგენლები ძალიან კმაყოფილი დარჩნენ პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრით და ამან კიდევ უფრო გააძლიერა მოტივაცია იმისა, რომ ჩვენ, ორმა ქვეყანამ, მეტი გავაკეთოთ ურთიერთხელსაყრელი ეკონომიკური ურთიერთობებისთვის. გაგრძელდება ჩვენი კოლეგების ვიზიტი; ქვეყნის ყველა ხელმძღვანელთან ეს შეხვედრები მნიშვნელოვანი იქნება. ასე რომ, მოხარული ვარ კიდევ ერთხელ, რომ ეს ვიზიტი შედგა და ჩვენს ქვეყნებს შორის მეგობრობა გრძელდება“, - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.
პაპუაშვილი - პარლამენტში პარტია „საქართველოსთვის“ სახელით მყოფი ხალხი უნდა მიხვდეს, რომ გაქცეული გახარია ამათ დასცინის
ბენზინის დეფიციტის გამო, რუსეთი თვითმფრინავებისთვის საწვავის პრობლემებია
ორწლიანი პაუზის შემდეგ თელ-ავივში მასშტაბური გეი აღლუმი გაიმართა
ხოშტარია: ვმუშაობდი და გავაგრძელებ მუშაობას „მოღალატე რუსების“ წინააღმდეგ სანქციებზე
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)