|
2016-05-09 18:05:27, 629 ნახვა
საზოგადოება
ხელოვნების სასახლე მეოცე მარის ლიეპას უნიკალური ფოტოებისა და კოსტიუმების ექსპოზიციას უმასპინძლებს
მიმდინარე წლის 10 მაისს, 20:00 საათზე ქალაქ თბილისის მერიის ორგანიზებითა და ანსამბლ „გეორგიკას" მონაწილეობით, ხელოვნების სასახლე მეოცე საუკუნის ლეგენდარული მოცეკვავის მარის ლიეპას უნიკალური ფოტოებისა და კოსტიუმების ექსპოზიციას უმასპინძლებს. მარის ლიეპას საფლავზე ორი სიტყვა წერია: „გამოჩენილი მოცეკვავე", მაგრამ დრომ და შთამომავლობამ მცირედი კორექტივები შეიტანა ამ ფორმულირებაში და მას „გენიალური მოცეკვავე" უწოდა. ის იყო მრავალი სახელმწიფო ჯილდოს, მსოფლიოს ქორეოგრაფიული საზოგადოებების არაერთი პრიზის მფლობელი და კიდევ ერთი მეტად მნიშვნელოვანი ორდენის კავალერი, ეს იყო ხალხთა მეგობრობის ორდენი. საქართველოში, ვახტანგ ჭაბუკიანის სამშობლოში, ეთაყვანებოდნენ მის მიერ განსახიერებულ როლებს სცენაზე, უყვარდათ მისი კინოგმირები და რაც მთავარია, ემადლიერებოდნენ ულამაზესი და წარმატებული დუეტის: ნინო ანანიაშვილი-ანდრის ლიეპა,შექმნის გამო. ვირტუოზი შემოქმედი ვირტუოზული დინასტიის ფუძემდებელიც აღმოჩნდა, მისმა შვილებმა: ილზემ და ანდრისმა, გააგრძელეს და გაამრავლეს მამის დაწყებული საქმეები, ისინი მარის ლიეპას მიერ სცენაზე თუ ცხოვრებაში დამკვიდრებული რაფინირებული და გამორჩეული სტილის ღირსეული გამგრძელებლები გახდნენ, ბრწყინავდნენ მსოფლიოს უდიდესი თეატრების სცენებზე და სცენის მიღმაც მრავალმხრივად საინტერესო და სასარგებლო მოღვაწეობას აგრძელებენ. მარის ლიეპას სახელობის საქველმოქმედო ფონდის ამოქმედება ამის კიდევ ერთი მაგალითია.ფონდი უკვე 20 წელზე მეტია არსებობს და ხელოვნების ხელშეწყობას ემსახურება. ამ წლების მანძილზე ლიეპების ფონდმა არაერთი სასიკეთო და საინტერესო პროექტი განახორციელა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში და, რასაკვირველია. საქართველოშიც. ილზე ლიეპას შესანიშნავი „თეატრალური ზღაპრები" ჯერ ქართულად ითარგმნა და მერე გამოვიდა მშობლიურ ლატვიურ ენაზე რიგაში, ანდრის ლიეპა კი იყო პირველი მოწვეული ქორეოგრაფი, რომელმაც განახლებული ოპერისა და ბალეტის თეატრის სცენაზე განახორციელა ი.სტრავინსკის ბალეტის („ფასკუნჯი") დადგმა. გასაკვირი არ არის, რომ წლეულს მარის ლიეპას საიბულეო ღონისძიებები სწორედ თბილისში იღებს სათავეს. გამოფენაც, რომელიც ეძღვნება გამორჩეული ხელოვანის 80 წლის იუბილეს, ეწყობა სწორედ ქალაქ თბილისის მერიის ხელშეწყობით, საქართველოს თეატრის, კინოს, მუსიკისა და ქორეოგრაფიის მუზეუმის საგამოფენო სივრცეში და ქართული ანსამბლის - „გეორგიკას" მონაწილეობით, რომელიც მარის ლიეპას შვილებთან - ილზე და ანდრის ლიეპებთან ერთად, საზოგადოებას სასიამოვნო სიურპრიზს შესთავაზებს.
პროკურატურამ რკინიგზის საქმის რვავე დაკავებულს ბრალი წარუდგინა, ორზე ძებნა გამოცხადდა
კალაძე ტაქსისტებს - მეგობრებო, აუცილებლად გადაიხადეთ დავალიანება, წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ მოგვიწევს ნებართვების გაუქმება
ციხეში მყოფი ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა - ადვოკატი
სუს-ში რკინიგზის საქმეზე დაკავებულების ადვოკატები მივიდნენ, მათ ბრალი წარედგინათ
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
სიბიჰა კიევ-პეჩერის ლავრის დაბომბვაზე - პუტინი საუკუნოდ დაწყევლილი უნდა იყოს და ის წააგებს ამ ომს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)