11:38 - 17 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-09 10:19:05, 781 ნახვა

საზოგადოება
ფაშიზმზე გამარჯვება ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა ღონისძიებებით აღინიშნება

ფაშიზმზე გამარჯვების 71-ე წლისთავის აღსანიშნავად, 9 მაისს საქართველოს დედაქალაქსა და ყველა რეგიონში გაიმართება სხვადასხვა სახის ღონისძიებები.

როგორც „ექსპრესნიუსს“ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციიდან აცნობეს, საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, მთავრობის წევრებთან ერთად,  ვაკის პარკში გვირიგვინით შეამკობს უცნობი ჯარისკაცის საფლავს და ვეტერანებთან ერთად დაათვალიერებს მეორე მსოფლიო ომის ამსახველ ფოტოგამოფენას.

მათივე ცნობით, პრემიერ–მინისტრი მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს სადღესასწაულო სადილზე უმასპინძლებს.

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს გადაეცემათ 600  ლარიანი დახმარება, ხოლო მარჩენალდაკარგული ოჯახები 300 ლარიან დახმარებას მიიღებენ.  





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სუს-ში რკინიგზის საქმეზე დაკავებულების ადვოკატები მივიდნენ, მათ ბრალი წარედგინათ
საქართველო შეიძლება, დარჩეს ერთადერთ ქვეყანად, რომელიც სრულად იქნება კონტროლირებადი რუსეთის მიერ - ჟალიმასი
მესი ოლეგ სალენკოს შემდეგ პირველი ფეხბურთელია, რომელმაც მსოფლიო ჩემპიონატის ერთ მატჩში სამი გოლი გაიტანა
თიბისის მხარდაჭერით, ვაზიანში 13 მზის ელექტროსადგური ამოქმედდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics