11:38 - 17 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-08 18:23:34, 840 ნახვა

საზოგადოება
რეგიონული სასწრაფო მსოფლიო რბენის მხარდამჭერია

რეგიონული სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრი უკვე მეორედ მსოფლიო რბენის მხარდამჭერია.

გადაუდებელი სამედიცინო დახმარების სამი ეკიპაჟი დღეს 09:00 საათიდან, კახეთში, ლოპოტას გადასახვევთან იყო მობილიზებული და მარათონის მონაწილეებს, საჭიროების შემთხვევაში, პირველად დახმარებას ადგილზე უწევდა. რბენა მთელი მსოფლიოს მასშტაბით, თბილისის დროით, 15:00 საათზე დაიწყო.

 სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის ორი ეკიპაჟი ლოპოტას გადასახვევიდან კავკასიონის ქედის გასწვრივ ახალ ლოკაციებზე განლაგდა. ღონისძიებაში წელს პირველად სასწრაფო სამედიცინო დახმარების გუნდიც ჩაერთო.

 ცენტრის დირექტორმა, დავით ტორუამ სასწრაფოს თანამშრომლებთან ერთად მარათონში მიიღო მონაწილეობა.

ცნობისთვის, Wings for Life მსოფლიო რბენა საქველმოქმედო ღონისძიებაა. გახდეს ზურგის ტვინის დაზიანება განკურნებადი – ამ მიზნით მარათონი 6 კონტინენტსა და 34 ლოკაციას უკვე მესამე წელია აერთიანებს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სუს-ში რკინიგზის საქმეზე დაკავებულების ადვოკატები მივიდნენ, მათ ბრალი წარედგინათ
საქართველო შეიძლება, დარჩეს ერთადერთ ქვეყანად, რომელიც სრულად იქნება კონტროლირებადი რუსეთის მიერ - ჟალიმასი
მესი ოლეგ სალენკოს შემდეგ პირველი ფეხბურთელია, რომელმაც მსოფლიო ჩემპიონატის ერთ მატჩში სამი გოლი გაიტანა
თიბისის მხარდაჭერით, ვაზიანში 13 მზის ელექტროსადგური ამოქმედდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics