|
2015-02-23 17:09:39, 635 ნახვა
საზოგადოება
ბაბუშერას ტრაგედიის დროს დაღუპული კიდევ ხუთი მებრძოლის ნეშტი იდენტიფიცირებულია
ბაბუშერას აეროპორტში თვითმფრინავის აფეთქებისას დაღუპული კიდევ ხუთი ნეშტის იდენტიფიცირება მოხდა. ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროდან აცნობეს. უწყების ინფორმაციით, ესენი არიან: გიორგი იუზას ძე ჩარგეიშვილი, მალხაზ ტრისტანის ძე ფირანიშვილი, ზურაბ სლავას ძე მელიშიანი, რუსუდან ბაძუს ასული ჩხეტიანი და კახა ავახტანგის ძე აბულიძე. „ბაბუშერას აეროპორტში თვითმფრინავის აფეთქებისას დაღუპული მებრძოლების მოძიების მადაიდენტიფიცირების პროცესი კვლავაც გრძელდება. წითელი ჯვრის ეგიდით, 2010 წელს შეიქმნა ორმხრივი საკოორდინაციო ჯგუფი, რომელიც შეისწავლის 1992-193 წლებში ქართულ-აფხაზური კონფლიქტის შედეგად უგზო-უკვლოდ დაკარგულთა მოძიების საკითხებს. დღემდე 7 ასეთი შეხვედრა გაიმართა დაგადაწყდა, სოხუმის ბაბუშერასა და თბილისის დიღმის ძმათა სასაფლაოს ექსჰუმაცია. წითელი ჯვრის ორგანიზებით, დევნილთა და განსახლების სამინისტრო აფხაზეთის დეფაქტო მთავრობის წარმომადგენლებთან გადმოსვენების საკითხებზე მოლაპარაკებებს მომავალშიც განაგრძობს. 2014 წლის 4 დეკემბერს წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტმა დევნილთა და განსახლების სამინისტროს 4 ნეშტის იდენტიფიკაციის შესახებ ექსპერტიზის დასკვნა წარუდგინა. ოთხივე ნეშტი ერთი ოჯახის აღმოჩნდა-ბელა ზალდასტანიშვილის ორი ძმა და ორი შვილი,რომლებიც დიღმის ძმათა სასაფლაოზე დაკრძალეს. დღეს, 17:00 საათზე, სამების საკათედრო ტაძარში დაღუპულთა სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართება. 24 თებერვალს მათ, თანამებრძოლების გვერდით, დიღმის ძმათა სასაფლაოზე დაკრძალავენ", - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.
საპატრიარქო - გაფართოებული კრების დროს მორწმუნეებს შეეძლებათ სამების ტაძრის ეზოში ფეხით შესვლა
პეკინმა დაადასტურა დონალდ ტრამპის სახელმწიფო ვიზიტი ჩინეთში 13-15 მაისს
კალასმა შრიოდერის კანდიდატურა რუსეთთან ევროკავშირიდან მომლაპარაკებლად უარყო - იგი რუსეთის ლობისტია
ტრამპი უკმაყოფილოა სამშვიდობო წინადადებებზე ირანის პასუხით
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)