|
2016-05-06 16:56:29, 449 ნახვა
პოლიტიკა
ძიძიგური: დაუჭერს თუ არა ლალიაშვილს მხარს უმრავლესობა, კონსულტაციების შემდეგ გახდება ცნობილი
„კონსერვატიული პარტიის“ ლიდერი ზვიად ძიძიგური ადასტურებს, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატი თამარ ლალიაშვილი მისი ბრალმდებელი იყო. როგორც ზვიად ძიძიგურმა ჟურნალისტებს განუცხადა, 20 წლის წინ, 1995 წელს, ლალიაშვილი მის სასამართლო პროცესზე პროკურორი იყო. „არავითარი ბოღმა არ მაქვს გულში ამის გამო. მის კანდიდატურას მხარს დაუჭერს თუ არა უმრავლესობა, ამასთან დაკავშირებით კონსულტაციები როცა გაიმართება, შემდეგ გახდება ცნობილი“, - განაცხადა ზვიად ძიძიგურმა. შეგახსენებთ, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატმა, თამარ ლალიაშვილმა დღეს განმარტება გააკეთა გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომ გასული საუკუნის 90-იან წლებში დეპუტატ ზვიად ძიძიგურის პროცესზე პროკურორი იყო. მან აღნიშნა, რომ ზვიად ძიძიგურის სიკვდილით დასჯას მხარს არ უჭერდა. ლალიაშვილის თქმით, ამის დამადასტურებელი საბუთები არსებობს - სასამართლო სხდომის ოქმი და სატელევიზიო ჩანაწერებიც.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)