|
2016-05-05 18:56:02, 610 ნახვა
პოლიტიკა
პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები საარჩევნო გარემოსთან დაკავშირებით პოლიტიკური პარტიების ლიდერებს შეხვდნენ
საქართელოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა გიორგი აბაშიშვილმა და პრეზიდენტის მრჩევლებმა ფიქრია ჩიხრაძემ და კახა კოჟორიძემ ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებთან საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების საკითხზე შეხვედრა გამართეს. პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრისას მხარეებმა იმ პრობლემებზე იმსჯელეს, რაც დღევანდელი ეტაპისთვის არსებობს საარჩევნო პროცესთან მიმართებაში. პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა პოლიტიკური პარტიების ლიდერების მოსაზრებები მოისმინეს საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით: „ძალიან საინტერესო შეხვედრა იყო. ჩვენ მხარს რომელიმე კონკრეტულ მოდელს არ ვუჭერთ, ჩვენ მხარს ვუჭერთ შეთანხმების პროდუქტს, რომ მაქსიმალურად პოლიტიკური ძალები ჩამოყალიბდნენ ერთნაირად მისაღებ, უფრო უმჯობეს საარჩევნო გარემოზე და საარჩევნო წესებზე. თუ პოლიტიკური სპექტრი ჩამოყალიბდება იმაზე, რომ ე.წ. გერმანული მოდელი ან მისი რაიმე მოდიფიცირებული მოდელი, არის პოლიტიკური ძალების უდიდესი ნაწილისთვის მისაღები, ჩვენ მზად ვართ აქტიურად ჩავერთოთ ამ პროცესში, მივცეთ უფრო მეტი დინამიკა ამ პროცესს. მეტიც, მზად ვართ ჩავერთოთ მმართველ კოალიციასთან დიალოგშიც. ძალიან გვინდა, რომ 2016 წლის არჩევნები ჩატარდეს უფრო მაღალი თანხმობის, უფრო მაღალი ლეგიტიმაციის, უფრო უკეთესი საარჩევნო გარემოს პირობებში. ეს არის ჩვენი ფუნდამენტური ინტერესი და ამ ინტერესის თაობაზე იყო სწორედ დღეს საუბარი", - განაცხადა პრეზიდენტის მრჩეველმა ფიქრია ჩიხრაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)