|
2016-05-05 16:10:01, 487 ნახვა
პოლიტიკა
ზაქარეიშვილი: მკაფიოდ დადასტურდა, რომ მთელი მსოფლიო თანამეგობრობა ჩვენს გვერდში დგას
ევროპის საბჭოს ქვეყნების მინისტრების მოადგილეების კომიტეტის დადგენილება „ევროპის საბჭო და კონფლიქტი საქართველოში“, კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ მსოფლიო თანამეგობრობა საქართველოს გვერდში დგას, - ასე შეაფასა ევროპის საბჭოში მიღებული დოკუმენტი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელწმიფო მინისტრმა პაატა ზაქარეიშვილმა. „ევროსაბჭოს მინისტრთა მოადგილეების კომიტეტმა ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო. ეს არის ძალიან ცალსახა, მკაფიო მხარდაჭერა საქართველოში მიმდინარე პროცესებისა და რეფორმებისა და ძალიან მკაფიო, ცხადი ტერმინებია გამოყენებული, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. პირდაპირ მინიშნებულია ადრესატი, რუსეთი რომელიც ახორციელებს ეფექტურ მმართველობას ოკუპირებულ ტერიტორიებზე და შესაბამისად, მას ეკისრება პასუხისმგებლობა ადამიანის უფლებების დარღვევაზე, იმ მდგომარეობაზე, რაც ხდება ოკუპირებულ ტერიტორიაზე და რაც მთავარია, მკაფიოდაა ჩამოთვლილი საკითხები, რაზეც ჩვენ მუდმივად ვიბრძვით და ვლაპარაკობთ, ესაა პირველ რიგში მშობლიურ ენაზე სწავლების პროცესები, კერძოდ, ქართულ ენაზე ეთნიკური ქართველებისათვის სწავლების შეზღუდვა, გადაადგილების უფლება, ყველაფერი ის, რაზეც ჩვენ მუდმივად ვლაპარაკობთ საერთაშორისო დონეზე და ეს არის სერიოზული გადამისამართება ადრესატზე, რუსეთაზე, და დარწმუნებული ვარ, ამ ტიპის შეტევა, ამ ტიპის მუდმივი პროექცირება, თუ ვინ არის პასუხისმგებელი იმაზე, თუ რა ხდება ოკუპირებულ ტერიტორიებზე, აუცილებლად გამოიღებს შედეგს.მთელი მსოფლიო თანამეგობრობა ჩვენს გვერდში დგას და კომიტეტის გადაწყვეტილება ამის მკაფიო დადასტურებაა“,-განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)