|
2016-05-05 10:59:13, 549 ნახვა
პოლიტიკა
პრემიერი: მნიშვნელოვანი მიღწევაა, რომ საქართველო OGP-ის საერთაშორისო ფორმატში, მმართველი კომიტეტის თანათავმჯდომარე გახდა
პრემიერმინისტრ გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, მნიშვნელოვანი მიღწევაა, რომ საქართველო „ღია მმართველობის პარტნიორობის“ საერთაშორისო ფორმატში, მმართველი კომიტეტის თანათავმჯდომარე გახდა. როგორც კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, აღნიშნული ფაქტი საქართველოს მიერ ღია მმართველობის კუთხით განხორციელებული რეფორმების აღიარებაა. მმართველი კომიტეტის თავმჯდომარე საფრანგეთია, საქართველო კი, ამ პოზიციაზე მას მომავალ წელს ჩაანაცვლებს. „მნიშვნელოვანი მიღწევაა ის, რომ ღია მმართველობის პარტნიორობის საერთაშორისო ფორმატში საქართველო გახდა თანათავმჯდომარე მმართველი კომიტეტის. ეს არის აღიარება იმ რეფორმების ღია მმართველობის კუთხით, რომელსაც საქართველო ატარებს. თავმჯდომარე ქვეყანა გახდა საფრანგეთი, ჩვენ ვართ თანათავმჯდომარე, ერთი წლის შემდეგ, საქართველო გახდება თავმჯდომარე, რაც ვფიქრობთ, რომ ამ მიმართულებით ძალიან დიდი მიღწევაა. საქართველოში ჩატარდა ორი საერთასშრისო ფორუმი, 2013 წელს დაიწყო აღნიშნული რეფორმები და დღეს ასეთი საერთაშორისო მაღალი პოზიციის დაკავება, საქართველოს მიერ მიღწეული შედეგების აღიარებაა. 2013 წლის 1 ნოემბერს ღია მმართველობის პარტნიორობის ყოველწლიურ სამიტზე, ლონდონში, ქართული რეფორმა საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის სფეროში 7 ყველაზე წარმატებულ პროექტს შორის დასახელდა“,-აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)