|
2016-05-05 10:22:33, 501 ნახვა
პოლიტიკა
მიხეილ ჯანელიძე ჩეხეთის საგარეო საქმეტა მინისტრს შეხვდა
პრაღაში, "ვიშეგრადის ოთხეულისა" და "აღმოსავლეთ პარტნიორობის" ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის ფარგლებში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე ჩეხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს ლუბომირ ზაორალეკს შეხვდა. როგორც "ექსპრესნიუსს" საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, მინისტრებმა ხაზგასმით აღნიშნეს ორ ქვეყანას შორის არსებული მჭიდრო მეგობრული ურთიერთობები. ამასთან, კმაყოფილება გამოთქვეს, განსაკუთრებით ბოლო პერიოდში მაღალი დონის ვიზიტების დინამიკის ზრდასთან დაკავშირებით. 9-11 მაისს, ჩეხეთის პარლამენტის დეპუტატთა პალატის თავმჯდომარის დაგეგმილი ვიზიტი თბილისში, შეფასდა, როგორც საქართველოსადმი მხარდაჭერის კიდევ ერთი გამოხატულება. მიხეილ ჯანელიძემ ჩეხ კოლეგას ჩეხეთის მხრიდან განვითარების სფეროში ხელშეწყობის პროგრამისფარგლებში საქართველოსთვის გაწეული მნიშვნელოვანი დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა. ასევე ვიშეგრადის ფონდისდახმრების მნიშვნელობას ქვეყანაში მიმდინარე რეფორმების ეფეტური განხორციელებისთვის ხაზი გაუსვა. უწყების ინფორმაციით, საგარეო საქმეთა მინისტრებმა ისაუბრეს საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის აქტუალურსაკითხებზე. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროკავშირთან უვიზომიმოსვლის რეჟიმის ამოქმედების მნიშვნელობაზე. აღნიშნულთან დაკავშირებით, ჩეხეთის მხარემ დაადასტურამზადყოფნა, გააგრძელოს საქართველოს მხარდაჭერა ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების რეალიზაციისპროცესში. მინისტრებმა ასევე ისაუბრეს ნატო-ს ვარშავის სამიტთან დაკავშირებულ მოლოდინებზე.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)