|
2016-05-04 13:07:01, 505 ნახვა
პოლიტიკა
ბურჯანაძე ბოტანიკურ ბაღზე: რაც გარედან ჩანს, ძალიან უსიამოვნო და მიუღებელია
პოლიტიკური პარტია "დემორკატიული მოძრაობის" ლიდერის ნინო ბურჯანაძის განცხადებით, ბოტანიკურ ბაღთან დაკავშირებით დეტალურად საქმის კურსში არაა, თუმცა, გარედან დაკვირვებით ფიქრობს, რომ უსიამოვნო და მიუღებელი პროცესები მიმდინარეობს. "მე არ ვარ დეტალურად საქმის კურსში აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით, მაგრამ რაც გარედან ჩანს, ნამდვილად ძალიან უსიამოვნო და მიუღებელია. რა დევს შიგნით, რა დეტალებია, ამის გახმოვანებაზე და საზოგადოებამდე მიტანაზე უნდა იზრუნონ იმ ადამიანებმა და იმ ძალებმა, რომლებსაც უკავშირდებათ ეს პროცესი, იმისათვის, რომ ეს არ იყოს გამაღიზიანებელი და მიუღებელი საზოგადოებისთვის", - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ. შეგახსენებთ, ბოტანიკური ბაღის მიმდებარე 29 ჰექტარი მიწის ტერიტორია 6 326 495 ლარად, გაიყიდა. აუქციონში მხოლოდ ერთი სუბიექტი - თანაინვესტორების ფონდი მონაწილეობდა, რომელმაც ფასი მხოლოდ ერთხელ შესთავაზა და მიწის ნაკვეთი საბოლოოდ შეთავაზებულ ფასად გაიყიდა. „ნაციონალური მოძრაობა“ აღნიშნულ გადაწყვეტილებას სასამართლოში გაასაჩივრებს, ამას გარდა იგეგმება პროკურატურაში საჩივრის შეტანაც. სამართლებრივი პროცედურების პარალელურად კი სამოქალაქო აქციებიცაა დაგეგმილი.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)