16:34 - 12 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-03 18:37:18, 511 ნახვა

პოლიტიკა
საქართველოს პრეზიდენტი პოლონელ კოლეგას პოლონეთის რესპუბლიკის კონსტიტუციის დღეს ულოცავს

გიორგი მარგველაშვილი პოლონეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს ანდჟეი დუდას პოლონეთის რესპუბლიკის კონსტიტუციის დღეს ულოცავს.

„თქვენო აღმატებულებავ, ჩემთვის დიდი პატივია გულითადად მოგილოცოთ პოლონეთის რესპუბლიკის კონსტიტუციის დღე.

მსურს აღვნიშნო, რომ პოლონელმა ხალხმა  მრავალი გამოწვევა დაძლია წარმატებული და დამოუკიდებელი სახელმწიფოს მშენებლობის გზაზე. მოხარული ვარ, რომ ამჟამად, ჩვენ ვხედავთ ძლიერ ევროპულ ქვეყანას, რომელსაც ღირსეული ადგილი უკავია საერთაშორისო არენაზე. ძლიერი პარტნიორული ურთიერთობა, მე მაძლევს თავდაჯერებულობას, რომ საერთო ძალისხმევით, საქართველოსა და პოლონეთს შორის არსებული ისტორიული მეგობრული კავშირი და მჭიდრო თანამშრომლობა, კიდევ უფრო გაძლიერდება და გაღრმავდება ჩვენი ერების საკეთილდღეოდ.

ვიყენებ რა ამ შესაძლებლობას, მსურს კიდევ ერთხელ გამოვხატო მადლიერება, საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე ჩვენი ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფების ურყევი მხარდაჭერისათვის.

თქვენო აღმატებულებავ, გთხოვთ მიიღოთ ჩემი ღრმა პატივისცემა და საუკეთესო სურვილები მეგობარი პოლონელი ხალხის მშვიდობის, სტაბილურობისა და კეთილდღეობისათვის", - აღნიშნულია საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალურ წერილში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ევროკომისიის სპიკერი: ტექნიკური დონის შეხვედრა იყო, ხელისუფლებას ანგარიში წარედგინება
თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამაში, მაისის თვეში,  500-ზე მეტი მეწარმე ჩაერთო
შიო III საქართველოში დიდი ბრიტანეთის ელჩს შეხვდა
ყველაფერი პოლიციის შესახებ: საპატრულოს დირექტორის მოადგილემ თანამდებობა დატოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics