|
2016-04-30 08:28:22, 843 ნახვა
ეკონომიკა
კვირიკაშვილი: საქართველო ბიზნესის წარმოების სიმარტივის კუთხით განსაკუთრებული ქვეყანაა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობები ამერიკული საინვესტიციო ფონდებისა და ბანკების წარმომადგენლებს ამჯერად ნიუ-იორკში წარუდგინა. როგორც "ექსპრესნიუსს" მთავრობის ადმინიტრაციიდან აცნობეს, საუბრის დასაწყისში პრემიერმა ხაზი გაუსვა ვიზიტის ერთ-ერთ მთავარ მიზანს, რაც მისი თქმით, ამერიკის შეერთებულ შტატებთან სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების გაძლიერება და ინვესტიციების მოზიდვაა. გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების განსახორციელებლად საქართველო მიმზიდველი ქვეყანაა, რომელიც რეგიონში არსებული საფრთხეების მიუხედავად, ინაჩუნებს სტაბილურობას და თანმიმდევრულად მიჰყვება ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზას. მისი თქმით, საქართველომ ხელი მოაწერა ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შეთანხმებას, რომელიც უზრუნველყოფს კარგ საფუძველს ინვესტირებისთვის. პრემიერმა ასევე ისაუბრა თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებებზე, რომელიც საქართველოს ევროკავშირის ყველა წევრ ქვეყანასთან და მეზობელ ქვეყნებთან გაააჩნია. მან ხაზი ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების შესახებ მოლაპარაკებების დაწყების მნიშვნელობას გაუსვა. მისივე ინფორმაციით, 2014 წელს პირდაპირი უცხოური ინვესტიციები საქართველოში გაიზარდა 80 პროცენტზე მეტით და შეადგინა 1,83 მილიარდი აშშ დოლარი, რაც არის საუკეთესო მაჩვენებელი ბოლო წლების განმავლობაში. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, გიორგი კვირიკაშვილმა ქვეყნის მაღალ რეიტინგებზეც ისაუბრა და ხაზი გაუსვა, რომ საქართველო ამერიკელ ინვესტორებს სთავაზობს დიდ შესაძლებლობებს და სთავაზობს თავისუფალ და ღია ეკონომიკას. "საქართველო მართლაც განსაკუთრებული ქვეყანაა, რომელსაც აქვს მაღალი რეიტინგები, მაგალითად, ბიზნესის წარმოების სიმარტივის კუთხით. აქვს ერთ-ერთი ყველაზე დაბალი კორუფციის მაჩვენებელი, მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მსუბუქი საგადასახადო ტვირთი, და ეს არ არის მხოლოდ საქართველოს მთავრობის დაკვირვების შედეგად მოპოვებული ინფორმაცია - ამ შედეგებს ადასტურებენ აღიარებული საერთაშორისო ინსტიტუტები: მსოფლიო ბანკი, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი და სხვ. რასაც, თავისთავად, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ინვესტიციების მოზიდვისთვის",-განაცხადა პრემიერმა. პრემიერ-მინისტრმა ამერიკული ბიზნესწრეების წარმომადგენლებს მთავრობის ოთხპუნქტიანი რეფორმების გეგმა გააცნო და ესაუბრა საქართველოში მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტუქტურულ პროექტებზე. სიტყვით გამოსვლის შემდეგ გიორგი კვირიკაშვილმა შეხვედრის მონაწილეთა შეკითხვებს უპასუხა. ნიუ-იორკში გამართულ შეხვედრას ამერიკული საინვესტიციო ფონდებისა და ბანკების 70-ზე მეტი წარმომადგენელი დაესწრო.
„ცისფერი მთებივით“ ვეღარ გაურკვევიათ, აქ არიან, თუ იქ - პაპუაშვილი ენმ-ზე
პაპუაშვილი - რუბიო არც კი ხვდება კაია კალასს, ასეთი უმწიფარი საგარეო პოლიტიკა რომ აქვს ევროკავშირს
საქართველოს ბანკის და კომაროვის ყველაზე მასშტაბური STEM ოლიმპიადის გამარჯვებული ცნობილია
სი ძინპინმა განაცხადა, რომ ჩინეთ-ჩრდილოეთ კორეის ურთიერთობები ახალ ისტორიულ ეტაპზე შევიდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)