2016-04-27 14:26:47, 802 ნახვა
ეკონომიკა
რუსთავში Express Bank-ის კიდევ ერთი სერვისცენტრი გაიხსნა
Express Bank-ი ქვეყნის მასშტაბით სერვისცენტრების ქსელის გაფართოვებას განაგრძობს. დღეიდან მომხმარებელი Express Bank-ის მომსახურების მიღებას, ქალაქ რუსთავში მესხიშვილის ქუჩის 9 ნომერშიც შეძლებს.
Express Bank-ის სერვისცენტრებში მომხმარებელს საშუალება აქვს მარტივად შეასრულოს ნებისმიერი სტანდარტული ტიპის საბანკო ოპერაცია, ასევე ისარგებლოს Express სესხით, Express ანაბრით და ახლა უკვე Express Card-ზე სრულიად ახალი ფუნქციით - ბანკის მიერ დამტკიცებული 1000 ლარამდე საკრედიტო ლიმიტით.
საქართველოს მასშტაბით, მომხმარებელს ყველაზე მარტივი მომსახურება Express Bank-ის 115-ზე მეტ სერვისცენტრში შეუძლია მიიღოს.
დამატებითი ინფორმაციისთვის Express Bank-ის მომსახურების შესახებ, ეწვიეთ: www.ebank.ge
(R)
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან