2016-04-27 12:36:30, 604 ნახვა
საზოგადოება
„საქართველოს რკინიგზა“ დამატებით მატარებელს ზუგდიდის მიმართულებითაც ნიშნავს
„საქართველოს რკინიგზა“ დამატებით მატარებელს ზუგდიდის მიმართულებითაც ნიშნავს.
როგორც „საქართველოს რკინიგზაში“ აცხადებენ, აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით გაზრდილი მგზავრთნაკადის დაკმაყოფილების მიზნით, საქართველოს რკინიგზა კიდევ ერთ, დამატებით, ჩქარ, ელექტრომატარებელს (#880/879) ნიშნავს ზუგდიდის მიმართულებით.
რკინიგზის ინფორმაციით, თბილისიდან ა.წ. 29 აპრილს და 01 მაისს, ხოლო ზუგდიდიდან 30 აპრილს და 02 მაისს შესრულდება ორ-ორი რეისი. გასვლა თბილისის ცენტრალური ვაგზლიდან 00:35, ჩასვლა ქ.ზუგდიდში 06:36, ზუგდიდიდან გამოსვლა 01:30, ჩამოსვლა ქ. თბილისში 07:05.
საქართველოს რკინიგზა სასიამოვნო და კომფორტულ მგზავრობას გისურვებთ!
(R)
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან