|
2016-04-27 09:16:07, 384 ნახვა
პოლიტიკა
გიორგი კვირიკაშვილი სენატორებს ბობ კორკერს და ბენ კარდინს შეხვდა
საქართველოს პრემიერ–მინისტრის ვიზიტი ამერიკის შეერთებულ შტატებში გრძელდება. როგორც „ექსპრესნიუსს“ მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურიდან აცნობეს, ვიზიტის ფარგლებში, გიორგი კვირიკაშვილი ამერიკის შეერთებული შტატების სენატის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარეს, სენატორ ბობ კორკერს და სენატორ ბენ კარდინს შეხვდა. შეხვედრაზე საუბარი შეეხო ორი ქვეყნის ურთიერთობების მნიშვნელოვან საკითხებს. ასევე ითქვა, რომ აშშ საქართველოს სტრატეგიული პარტნიორია, რაც წარმატებული თანამშრომლობით არის გამყარებული. გამოითქვა ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავების იმედი. სენატორების თქმით, საქართველომ ევროინტეგრაციის გზაზე მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია. აღინიშნა, რომ საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებისთვის მნიშვნელოვანია ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერა. გიორგი კვირიკაშვილმა მადლობა გადაუხადა ამერიკის შეერთებული შტატების სენატის საგარეო კომიტეტის წარმომადგენლებს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერისთვის.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)