|
2016-04-27 09:01:50, 325 ნახვა
პოლიტიკა
პრემიერი: დემოკრატიის განმტკიცებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, არჩევნებმა სამართლიან გარემოში ჩაიაროს
ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტით მყოფი საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტის ( NDI) ორგანიზებით გამართულ შეხვედრას დაესწრო. მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ამერიკის სახელმწიფო და საექსპერტო წრეების და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს საქართველოს მთავრობის რეფორმების გეგმა გააცნო. მან საქართველოს მთავრობის დღის წესრიგში სამი მნიშვნელოვანი აქცენტი გამოყო: დემოკრატიული ინსტიტუტების განმტკიცება, უსაფრთხოების უზრუნველყოფა და ეკონომიკის სტაბილური განვითარება. გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, საქართველომ დემოკრატიული კონსოლიდაციის გზაზე პოზიტიური ნაბიჯები გადადგა. მისივე თქმით, დემოკრატიის განმტკიცებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ 2016 წლის ოქტომბრის არჩევნებმა ჩაიაროს სამართლიან, ღია და თავისუფალ გარემოში, რაც არის საქართველოს მთავრობის მტკიცე ნება. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა შეხვედრის მონაწილეებს მთავრობის ოთხპუნქტიანი რეფორმების გეგმა წარუდგინა და იმედი გამოთქვა, რომ დასავლელი პარტნიორები და საერთაშორისო ორგანიზაციები მხარს დაუჭერენ საქართველოს მთავრობას აღნიშნული რეფორმების გატარებაში. მანვე მადლობა გადაუხადა შეხვედრაზე დამსწრე აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ( USAID) საქართველოში განხორციელებული უმნიშვნელოვანესი პროექტებისთვის. ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტის ორგანიზებით გამართულ შეხვედრას უძღვებოდნენ NDI-ის, IRI-სა და საერთაშორისო საარჩევნო ფონდის პრეზიდენტები. შეხვედრას ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესისა და სენატის და სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)