2016-04-26 23:07:02, 633 ნახვა
საზოგადოება
ნინო გოგუაძე: ჩვენი მოსახლეობა ღარიბი არ არის, ჩვენი მოსახლეობა არის ღატაკი
"ჩვენი მოსახლეობა ღარიბი არ არის, ჩვენი მოსახლეობა არის ღატაკი" - ამის შესახებ "თავისუფალი დემოკრატების" წევრი ნინო გოგუაძე გადაცემა "არჩევანში" აცხადებს.
მისი თქმით, სახელმწიფო ვალდებულია, შექმნას შესაძლებლობა, რომ ამ ადამინებმა შეძლონ მუშაობა.
"ჩვენი მოსახლეობა ღარიბი არ არის, ჩვენი მოსახლეობა არის ღატაკი. ეს სახელმწიფო ელაპარაკება თავის მოქალაქეებს მისი წარმომადგენლების ენით. როდესაც სახელმწიფო ეუბნება თავის მოქალაქეს, რომ შენ ხარ მათხოვარი, სწორედ ეს არის ანტიჰუმანური დამოკიდებულება. სახელმწიფო მოვალეა, შექმნას შესაძლებლობა, რომ ეს მოქალაქეები დასაქმდნენ და ღირსეულად გამოკვებონ თავიანთი ოჯახები," - განაცხადა ნინო გოგუაძემ.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან